png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ქონების გადამალვის ფაქტზე, ათეულობით საწარმოს 13 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

  • სამართალი
  • 01.03.2016
  • 11:12
 ქონების გადამალვის ფაქტზე, ათეულობით საწარმოს 13 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს მასშტაბით სამეწარმეო და ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა. კერძოდ, სახელმწიფოს წინაშე არსებული მილიონობით ლარის საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგებით, ქონების გადამალვის ფაქტზე, ათეულობით საწარმოს 13 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძებით დადგენილია, რომ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის მიერ, არსებული საგადასახადო ვალდებულებების და საგადასახადო კონტროლის ღონისძიების - ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, სისტემატურად ხდებოდა ახალი საწარმოების რეგისტრაცია მათი ოჯახის წევრებზე და სხვა მათთან დაკავშირებული პირების სახელზე. რის შემდეგადაც, დაჯარიმებული საწარმოების ხელმძღვანელები ახლადდაფუძნებული საწარმოებით აგრძელებდნენ იგივე ბიზნეს საქმიანობას და საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, საწარმოებზე მოჩვენებითი გარიგებით საქონლის გადაწერის გზით ახორციელებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვას, რითაც სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა ბიუჯეტში მიმართულიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხა. უკვე გამოვლენილია აღნიშნული გზით საწარმოების ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული  1 880 000 ლარის ოდენობის ზიანი. ინტენსიურად გრძელდება გამოძება სხვა საწარმოების ხელმძღვანელი პირების დადგენა-მხილების მიზნით, რომლებიც ანალოგიური სქემით აყენებენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge