png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელია, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან - გიორგი ხელაშვილი

  • ეს საინტერესოა
  • 28.09.2022
  • 20:15
ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელია, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან - გიორგი ხელაშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელია, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან.

„ოკუპირებულ აფხაზეთში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელია, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას, ვგმობთ ამ ვიზიტს და ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამას გამართლება არ აქვს და საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა საგანგებო ვითარებაში საქართველოში ბელარუსის ელჩი და მოთხოვა ახსნა-განმარტება, რასაც ახლა ველოდებით. დიპლომატიური თვალსაზრისით, ეს არის ჯერჯერობით ყველაზე მკვეთრი ნაბიჯი. რაც შეეხება შედეგებს, დაველოდოთ, წინსწრებით განსაკუთრებული ნაბიჯის გადადგმას მთავრობა არ გეგმავს. იმედი ვიქონიოთ, რომ ბელარუსის მხარე სრულად დაემორჩილება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს, აღებულ ვალდებულებას და არ გადადგამს რაიმე გაუთვალისწინებელ ნაბიჯს. რეაგირება ჯერ არის მხოლოდ ის, რას უკავშირდება პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ჯერჯერობით მეტი სხვა არაფერი ვიცით. ფაქტი უკვე დასაგმობია, შემაშფოთებელია და დიპლომატიური პასუხი ჯერ სრულიად ადეკვატური იყო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ხელაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, ის ვეღარ შემოდის საქართველოში.

„რაც შეეხება საფრთხეებს, საქართველოს გარშემო არის არა მხოლოდ ის საფრთხე, რასაც პოტენციურად შეიძლება, ველოდეთ, რაც უკავშირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, არამედ ბევრი სხვა საფრთხე. საქართველოს მთავრობა მოქმედებს შექმნილი მდგომარეობის მიხედვით, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით. ყველა დიპლომატიური არხი ამოქმედებული იქნება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება ამ საკითხთან დაკავშირებით, საჭირო ზეწოლა. ჯერჯერობით, შემდგარი ფაქტი ეს არის ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი აფხაზეთში, რაც არის უკვე საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge