png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საოკუპაციო რეჟიმმა სექტემბერში უკანონოდ საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე დააკავა

  • კონფლიქტები
  • 23.09.2022
  • 14:38
საოკუპაციო რეჟიმმა სექტემბერში უკანონოდ საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე დააკავა

დღეს ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა სექტემბერში უკანონოდ საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე: გელა იობაშვილი და ნუკრი კალაშნიკოვი დააკავა.

ინფორმაცია სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილი მორიგი შეხვედრის დაწყებამდე გაავრცელა.

ანთაძის ცნობით, დაკავებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი პერევის მცხოვრები გელა იობაშვილი და ნუკრი კალაშნიკოვი ქარელიდან.

სუს-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ორივე მათგანი სექტემბერში დააკავეს და 2 თვით ე.წ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ანთაძის ცნობით, ამ ახალი უკანონო დაკავებების შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით მიიღეს.

„მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებაზე. მოგეხსენებათ, მათი, უკანონოდ დაკავებულების რიცხვი არის 5: გელა იობაშვილი გახლავთ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი პერევის მკვიდრი. მისი უკანონო დაკავება მოხდა 14 სექტემბერს, მაგრამ ინფორმაცია გაზიარებული იქნა დაგვიანებით. ასევე მხოლოდ გუშინ გავიგეთ, ცხელი ხაზით, რომ შედგა ე.წ სასამართლო და მას მიესაჯა უკანონო 2-თვიანი ე.წ წინასწარი პატიმრობა.“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გელა იობაშვილისა და ნუკრი კალაშნიკოვის გარდა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქის გათავისუფლებაზე ისაუბრებენ. მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძეც, რომელსაც ოკუპანტებმა 3 წლითა და 8 თვით პატიმრობა შეუფარდეს.

სუს-ის წარმომადგენლის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ გააქტიურებულ უკანონო ბორდერიზაციაზე და წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტებს განიხილავენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge