png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გაყიდვების 70%-იანი ზრდა და ახალი შოურუმის სამზადისი - „ვოლვო ქარ საქართველომ“ H1-ი წარმატებით დახურა

  • ბიზნესი
  • 23.09.2022
  • 13:02
 გაყიდვების 70%-იანი ზრდა და ახალი შოურუმის სამზადისი - „ვოლვო ქარ საქართველომ“ H1-ი წარმატებით დახურა

,,ვოლვო ქარ საქართველომ“ 2022 წლის პირველ ნახევარში ახალი ავტომობილების რეალიზაციის 70%-იანი ზრდა აჩვენა. დეფიციტებისა და ლოგისტიკური გამოწვევების მიუხედავად, კომპანიამ მიმდინარე წელი წარმატებით დაიწყო.

ამ პერიოდში ყველაზე გაყიდვადი მოდელები ქროსოვერები იყო. პირველი ადგილი შვედური პრემიუმ ბრენდის საოჯახო ზომის SUV XC90-მა დაიკავა, რომელსაც რიგითობით საშუალო ზომის SUV XC60 და ქალაქის კომპაქტური SUV XC40 მოყვება. 

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „მოთხოვნა ყველა მოდელზე მაღალია, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქცენტი მაღალი გამავლობის მანქანებზე იყო. სამწუხაროდ, ისევ გამოწვევად რჩება ნახევარგამტარების საკითხი. შესაბამისად, დიდი ალბათობით, გარკვეული დეფიციტი ავტომობილებზე კიდევ 2 წლის განმავლობაში იქნება, თუმცა ვითარება ეტაპობრივად უკეთესობისკენ იცვლება. მოლოდინები ოპტიმისტურია და სიტუაციის ცვლილების შემდეგ უკვე ყველა მოდელი გვეყოლება:  მაღალი გამავლობის სედანები,  უნივერსალის ტიპის ავტომობილები, დატენვადი ჰიბრიდები და სრულად ელექტრომოდელები. ველოდებით ახალი მანქანების შემოსვლას და წლის ბოლომდე ჩვენს მომხმარებელს გაცილებით დიდ არჩევანს შევთავაზებთ“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაყიდულ ავტომობილებში 50% დამუხტვად ჰიბრიდებზე მოდიოდა, რაც “ვოლვო ქარ საქართველოსთვის” წინგადადგმული ნაბიჯია ბრენდის მდგრადი მიზნებისკენ სწრაფვაში.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი:  „დამუხტვად ჰიბრიდებზე მოთხოვნის ზრდა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ფაქტია, საქართველოც უახლოვდება და იზიარებს ბრენდის მდგრადი განვითარების მიზნებს, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლისთვის რეალიზებული ავტომობილების 50% ელექტრო, ხოლო დანარჩენი ჰიბრიდულძრავიანი უნდა იყოს“.

მომავალი წლისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კომპანიის ახალი შოურუმიც იქნება. პროცესი უკვე დაწყებულია, მშენებლობა სრულად ვოლვოს სტანდარტებით მიმდინარეობს. ახალი სივრცე საექსპოზიციო ნაწილთან ერთად, შვედური ბრენდის ავტომობილებისათვის საჭირო სრულ სერვისსაც გააერთიანებს.

ახალი შოურუმის დასრულებამდე, უსაფრთხოებით გამორჩეული, ვოლვოს სკანდინავიური სტილის ავტომობილები შეგიძლიათ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე POP-UP შოურუმში დაათვალიეროთ. ჩაეწეროთ ტესტდრაივზე და შვედური ბრენდის მანქანის შესაძლებლობები პირადად გამოსცადოთ.

მარაგში არსებული სრული სამოდელო რიგის ნახვაა შესაძლებელი კომპანიის ციფრულ მაღაზიაშიც. მომხმარებელს შუძლია ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge