png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვის” პოლკის მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან

  • მსოფლიო
  • 22.09.2022
  • 09:04
რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვის” პოლკის მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვის” პოლკის მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან.

ზელენსკი ტელეხიდის მეშვეობით ესაუბრა ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედრო მეთაურებს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხუთი გათავისუფლებული სამხედრო მეთაური, მათ შორის „აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი, ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან. ზელენსკის თქმით, ასეთი იყო ტყვეთა გაცვლის პირობები.

გათავისუფლებულებს შორის არის უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხო ქვეყნების 10 მოქალაქეც.

გავრცელებული ცნობით, სანაცვლოდ რუსეთს გადასცეს 55 ტყვე და პუტინის ნათლიმამა, ვიქტორ მედვედჩუკი.

ასევე, "უკრაინსკა პრავდას" წყაროების თანახმად, ტყვეების გაცვლა მხოლოდ კვირას, 18 სექტემბერს შეთნხმდა.

215 უკრაინელი დამცველი 21 სექტემბერს გაათავისუფლეს.

ცნობილია, რომ გათავისუფლებულ უკრაინელ დამცველებს შორის არიან - უკრაინელი საზღვაო ქვეითების მეთაური სერჰი ვოლინსკი (ვოლინა), მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილო ვერშინინი, მედიკოსი კატერინა პოლიშუკი ("პტაშკა"), 36-ე ბრიგადის უფროსი სერჟანტი მიხაილო დიანოვი, ორსული სამხედრო მედიკოსი მარიანა მამონტოვა და დმიტრო კაზაცკი "აზოვიდან".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge