png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ორმხრივი ცეცხლი გრძელდება

  • მსოფლიო
  • 13.09.2022
  • 10:23
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ორმხრივი ცეცხლი გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ორმხრივი ცეცხლი გრძელდება. მხარეები სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

როგორც სომხური მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანზე დაყრდნობით წერს, 13 სექტემბერს, ღამის 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა  ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სომხური პოზიციების მიმართულებით. უწყების ცნობით, აზერბაიჯანი ვარდენისის, სოტკის, არდანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით მიზანმიმართულად იყენებს არტილერიას, ნაღმტყორცნებს, დრონებსა და მსხვილი კალიბრის იარაღს, არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.  

უწყების ცნობით, საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები.

 „მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები ღამით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიების დანაღმვას ახორციელებდნენ. აზერბაიჯანის ცნობით, მსხვერპლია ორივე მხარეს.

აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და მას აბსურდულს უწოდებს. უწყება სომხურ მხარეს ლაშინის, დაშქესანისა და ქელბაჯარის რაიონებში პროვოკაციაში ადანაშაულებს და პაუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. 

„აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ ზონაში ჯერ კიდევ იმყოფება სომხეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და ტექნიკა. სომხეთის ფართომასშტაბიან პროვოკაციაზე საპასუხოდ, აზერბაიჯანის არმია ლოკალურ კონტრზომებს ახორციელებს და საცეცხლე წერტილების განეიტრალებას ახდენს“, – აღნიშნავენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge