png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კრემლი ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში "რუსეთთან გაერთიანების შესახებ“ ე.წ. რეფერენდუმებს ვეღარ გამართავს - მედია

  • მსოფლიო
  • 11.09.2022
  • 18:54
კრემლი ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში "რუსეთთან გაერთიანების შესახებ“ ე.წ. რეფერენდუმებს ვეღარ გამართავს - მედია

რუსეთის ხელისუფლებამ გაურკვეველი ვადით გადადო ე.წ. რეფერენდუმები რუსეთთან გაერთიანების შესახებ დონბასის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში.

ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის წყარო განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევაა ხარკოვის მიმართულებით.

წყარომ აღნიშნა, რომ კრემლის პოლიტტექნოლოგები, რომლებიც ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მუშაობდნენ, რუსეთში უკვე გაიწვიეს. წყაროს თქმით, ისინი „საჩქაროდ წავიდნენ. მიიღეს სახლში დაბრუნების ბრძანება“.

ამასთან, გამოცემის ცნობით, რუსი პოლიტტექნოლოგები, რომლებიც „რეფერენდუმს“ ამზადებდნენ, ისევ ხერსონის ოლქში იმყოფებიან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი ანდრეი ტურკაჩი აცხადებდა, რომ მართებული იქნებოდა  „რეფერენდუმი“ 4 ნოემბერს - „ეროვნული ერთობის“ დღეს გამართულიყო.

ამასთან, „მედუზას“ ცნობით, ომის დაწყების პირველივე დღეებში კრემლში დარწმუნებილები იყვნენ, რომ უკვე აპრილში შეძლებდნენ ახალი ტერიტორიების დაკავებას.

გამოცემის წყარო ამბობს, რომ ამჟამად კრემლში წარმოდგენა არ აქვთ როდის დაუბრუნდებიან „რეფერენდუმის“ გამართვის საკითხს, წყაროს თქმით,  - ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება უკრაინელების კონტრშეტევა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge