png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოკუპანტები ლუჰანსკიდან გარბიან - გაიდაი

  • მსოფლიო
  • 11.09.2022
  • 09:00
ოკუპანტები ლუჰანსკიდან გარბიან - გაიდაი

ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ უახლოეს ხანებში დროებით ოკუპირებული სვატოვოს, კრემენაიასა და რუბიჟნოედან შესანიშნავ სიახლეებს ელოდება.

ამის შესახებ მან ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.

„არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ხვალვე მთელ ლუჰანსკის ოლქს გავათავისუფლებთ. მაგრამ დიდი წინსვლა გვაქვს. მიმდინარეობს ძალიან მძიმე ბრძოლები, ოკუაპნტები გარბიან ყველა დასახლებული პუნქტიდან. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, შევიტყოთ შესანიშნავი სიახლეები სვატოვოს, კრემენაიასა და რუბიჟნოედან“, - განაცხადა გაიდაიმ.

მისი თქმით, სამხედრო ადმინისტრაცია, შაბათს მთელი დღის განმავლობაში იღებდა ინფორმაციებს ოლქიდან ოკუპანტების გაქცევის შესახებ. „ისინი არამხოლოდ გარბიან სვატოვოდან, სტარობელსკიდან დ ტროიცკოედან, არამედ აგროვებენ ნივთებს და მიდიან ლუჰანსკის ოლქის იმ ქალაქებიდან, რომლებიც 2014 წლიდან არის ოკუპირებული - ალჩევსკიდან და ლუჰანსკიდან. ასევე ალაგებენ ნივთებს და თავიანთ ოჯახებს აგზავნიან რუსეთის მიმართულებით“, - თქვა გაიდაიმ.

მისივე თქმით, ოკუპირებული ლუჰანსკის დასახლებებიდან წასვლის მსურველთა რიგები რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული.

ამასთან, გაიდაიმ განაცხადა, რომ გასულ ღამეს პარტიზანებმა ოკუპირებულ კრემენაიაში ადმინისტრაციის თავზე უკრაინის დროშა აღმართეს. „და ის {დროშა} ისევ ფრიალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში არც ერთი ოკუპანტი აღარ არის, კოლაბორანტებს კი მისი ჩამოხსნის ეშინიათ“, - განაცხადა გაიდაიმ.

მანამდე, გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ლისიჩანსკის შემოგარენში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გაათავისუფლეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge