png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "აგროკონსორციუმის" პროდუქცია ექსპორტზე გადის

  • ბიზნესი
  • 08.09.2022
  • 11:00
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "აგროკონსორციუმის" პროდუქცია ექსპორტზე გადის

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან თანამშროლობით წეროვანში კომპანია „აგროკონსორციუმი“ ყველისა და ნაღების წარმოებასთან ერთად, სოუსების წარმოებას ავითარებს. კომპანიის პროდუქციიდან ჩილის სოუსი და ნატურალური კარაქი კი უკვე ექსპორტზე, ამიერკავკასიის ქვეყნებში გადის. პროექტის ჯამური ღირებულება 973 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია 417 000 ლარს შეადგენს.

„ჩვენი კომპანია გამოირჩევა იმით, რომ დივერსიფიცირებულია რამდენიმე მიმართულებით და ვაწარმოებთ, როგორც ყველს, ნატურალურ კარაქს, სპრედებს და სპეციალურ ცხიმებს, ასევე, სოუსებს. საწარმოს გააჩნია ტიპოგრაფია და შესაფუთი მასალების დამზადების საამქრო, რაც მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას გვანიჭებს. გასულ წელს 825 000 კგ ყველი ვაწარმოეთ, ხოლო წარმოებული სპრედების რაოდენობამ 781 000 კგ-ს მიაღწია. გვინდა ჩილის და სხვა სოუსების მოდერნიზება და ავტომატიზაცია მოვახდინოთ. ქარხანაში, ადგილზევე დავამზადებთ ბოთლის შესაფუთ ეტიკეტებსა და თავსახურებს, მოდერნიზებას გავუკეთებთ დაფასოებასაც. ამით საამქროს საწარმოო სიმძლავრეები მნიშვნელოვნად გაიზრდება და შევძლებთ როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი წილის დაკავებას“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ლევან ბერიაშვილმა.

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ისეთ ბიზნესს, რომელიც წარმატებით ავითარებს საქმიანობას, გადის ექსპორტზე და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge