png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წყალტუბოში გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნა

  • ბიზნესი
  • 05.09.2022
  • 12:26
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წყალტუბოში გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნა

საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით წყალტუბოში გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაიცა, ღირებულების 35% შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი კი სასტუმროსა და რესტორნის მშენებლობას მოხმარდა.

"ჩვენი გამაჯანსაღებელი კომპლექსი საუკეთესო ადგილმდებარეობით გამოირჩევა, ის განთავსებულია წყალტუბოს პარკის ტერიტორიაზე, სიმწვანეში და მოიცავს სასტუმროს „პარკ ჰოტელ წყალტუბო“-ს, რესტორან „მაგნოლია“-ს და ბალნეოლოგიურ სპა ცენტრ „ბი ჰელსი“-ს. სასტუმროში 45 ნომერია და მომხმარებელს სხვადასხვა სახის უმაღლესი ხარისხის სერვისებს ვთავაზობთ. ესენია: მინერალური წყლის აბაზანა, ექიმთან კონსულტაცია, წყალქვეშა მასაჟი, ფიზიოთერაპია, ბალნეოლოგიური და კოსმეტოლოგიური პროცედურები, სამკურნალო მასაჟი. წყალტუბოს თერმულ-რადონური მინერალური წყალი ჯამში სამოცამდე დაავადებას კურნავს. მისი ბუნებრივი ტემპერატურა წყლის ნებისმიერ დროს +35-33 გრადუსია. პროცედურა მუდმივად გამდინარე წყალში მიმდინარეობს, რომლის დროსაც პაციენტი ორგანიზმში 500-1500 ლიტრამდე წყლის ზემოქმედებას განიცდის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სამკურნალო ეფექტს. ასევე, ჩვენთან მოსულ სტუმარს უმაღლესი კლასის სარესტორნო მომსახურებით, ღია ბარით და ტერასით სარგებლობაც შეუძლია. კომპლექსში 150-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. სამომავლოდ კი სასტუმროს კიდევ უფრო კეთილმოწყობას და აუზის გაკეთებას ვგეგმავთ“, - განმარტა სასტუმროს დამფუძნებელმა, ნატა კაკაბაძემ.

ინფორმაციისთვის, რედონულ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს უჯრედების აღდგენა-რეგენერაციას. ასევე, მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge