png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

sagzaokultura.ge – "თეგეტა ჰოლდინგის" ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი შეიქმნა

  • საზოგადოება
  • 24.08.2022
  • 17:30
 sagzaokultura.ge – "თეგეტა ჰოლდინგის" ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი შეიქმნა

"თეგეტა ჰოლდინგი" საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვას განაგრძობს. ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდის შექმნა სწორედ გრძელვადიანი გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის კულტურის საკითხებზე საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას.

სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილ ვებგვერდზე - sagzaokultura.ge-ზე მოქალაქეები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას შეძლებენ, გაეცნობიან უკვე შექმნილ 20 საგზაო ნიშანს და კულტურული მართვის შესახებ საჭირო რეკომენდაციებს.

მარიამ კარკალაია, "თეგეტა ჰოლდინგის" მარკეტინგის დირექტორი: "კამპანიის დაწყებამდე საზოგადოებას ვკითხეთ, ყველაზე მეტად რა აწუხებდათ ქალაქში გადაადგილებისას. როგორც ვვარაუდობდით, ეს საკითხი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მწვავე აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც კამპანიის მნიშვნელოვანი აქტივობები მოიყრიდა თავს და ასევე საზოგადოებას მიეცემოდა შესაძლებლობა, ამ კამპანიას გამოხმაურებოდა. თეგეტა, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი რეგიონში, მუდმივად ზრუნავს, რომ ეს სფერო ქვეყანაში ახალ საფეხურზე გადაიყვანოს. დროთა განმავლობაში კი, გვჯერა, ამ წესების დაცვა თითოეული მოქალაქისთვის ჩვევად და ყოველდღიურობად იქცევა და საგზაო მოძრაობის კულტურა გაუმჯობესდება".

საგზაო მოძრაობის კულტურის კამპანია ადამიანების ქცევის ცვლილებას ემსახურება. სწორედ ამიტომ მასზე მუშაობის დროს ჰოლდინგში გადაწყვიტეს, პროექტში აქტიურად ჩაერთოთ თავად საზოგადოების წევრები და აქცენტი მათთვის ყველაზე მტკივნეულ და რეალურ პრობლემებზე გაეკეთებინათ.

ვებგვერდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ახალი საგზაო ნიშნის დამატების შესაძლებლობაა. მომხმარებელს შეუძლია სპეციალურ ველში ჩაწეროს და გააგზავნოს საგზაო მოძრაობის მონაწილეების ის მანკიერი ჩვევები, რომლებიც უნდა, რომ კამპანიაში მოხვდეს. კამპანიის ფარგლებში იგეგმება დამატებით 10 საგზაო ნიშნის შექმნა, რომელთა თემატიკაც საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით შეირჩევა.

sagzaokultura.ge-ზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეავსოს ტესტი და გაიგოს, რამდენად იცნობს საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ შექმნილ ახალ ნიშნებს.

ვებგვერდზე განთავსებულია კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლები, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობაზე საუბრობენ. კონტენტი მუდმივად განახლდება და გარკვეული პერიოდულობით საგზაო მოძრაობის კულტურასთან დაკავშირებული საინტერესო ბლოგებიც განთავსდება.

ვებგვერდის დიზაინზე, ისევე როგორც ალტერნატიული საგზაო ნიშნების შექმნაზე, „ჰოლი მოტორსის“ დიზაინერების გუნდმა იმუშავა.


"თეგეტა ჰოლდინგის" შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვის-ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge