png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ტერასა რეზორთ ბაკურიანი" შენდება

  • ეკონომიკა
  • 22.08.2022
  • 12:06
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ტერასა რეზორთ ბაკურიანი" შენდება

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ ახალ პროექტს - „ტერასა რეზორთ ბაკურიანს“ ახორციელებს. პროექტი ბაკურიანის ცენტრში, ტყის პირას, 10,000 კვ.მ -ზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გულისხმობს. მისი ჯამური ღირებულება 9 მლნ. აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 6,1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

პროექტი როგორც საცხოვრებელ, ასევე სასტუმრო კომპლექსს, საცურაო აუზს, რესტორანს, ბარს და სკი დეპოს გააერთიანებს. ტერიტორიის ნახევარზე კი სრულად რეკრეაციული ზონა მოეწყობა. პროექტის დასრულება 2023 წელს იგეგმება.

"ტერასა ჯგუფის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხისა და კომფორტის ერთობლიობა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და განახორციელოს გონივრული ინვესტიცია. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა, ისეთი პროექტები განვახორციელოთ, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს გარემოს განვითარებასა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. „ტერასა ბაკურიანი“ ამირანის პარკთან განთავსდება და დამსვენებელს მშვიდი და კომფორტული დასვენებისთვის საჭირო ყველა პირობით უზრუნველყოფს", - აცხადებს ტერასა ჯგუფის კომერციული დირექტორი, თამარ გაფრინდაშვილი.

„ტერასა ჯგუფი“ 2017 წელს დაფუძნდა. 5 წლის განმავლობაში კომპანიამ 16 პროექტზე იმუშავა, საიდანაც 12 უკვე დასრულებულია და ყველა მათგანი 3000-მდე მობინადრეს აერთიანებს. „ტერასა ჯგუფის“ პორტფოლიო საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს თაუერის, საკურორტო და საცხოვრებელი ტიპის კომპლექსებს. მიღებული გამოცდილებით კომპანია აუმჯობესებს ხარისხს, სერვისს და უძრავი ქონების ბაზარზე საუკეთესო საინვესტიციო პროდუქტებს ქმნის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge