png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

კლინიკის დირექტორის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ექიმს პატიმრობა შეეფარდა

  • სამართალი
  • 08.08.2022
  • 15:38
კლინიკის დირექტორის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ექიმს პატიმრობა შეეფარდა

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ექიმ თეიმურაზ ბეჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. ადვოკატი 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

წინასასამართლო სხდომა 20 სექტემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ბრალდებულ ბეჟანიძის განცხადებით, თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა კლინიკის დირექტორის, გიორგი გალდავას მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

„დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მაგრამ მან მიბიძგა დანაშაულისკენ. მოკვლის მცდელობა არ მქონია, შეშინება მინდოდა. გავისროლე, ადგა და მხარში მოხვდა. მეტრანახევარში ვიყავი და არ ავაცილებდი, განზრახ რომ მქონოდა მოკვლა დაგეგმილი. შემთხვევით მოხდა. სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა. კონდიციონერის პულტი არ მივეცი. ჩემი და მისი ბიჭი მეგობრები არიან. 30 წელია, ერთად ვმუშაობდით.​ კონდიციონერი ჩემი ნაყიდი იყო, გადამიყვანა სხვა კაბინეტში. ოთხი კაბინეტი შემიცვალა, მეორედ ვიყიდე კონდიციონერი. რომ გადამიყვანა, მითხრა, ახალ კონდიციონერს დაგიდგამო. ორი ახალგაზრდა ექიმი შეასახლა. ჩვენ ორნი აღმოსავლეთის მხარეს გადაგვიყვანა, სადაც საშინელი სიცხეა. მე ვუთხარი დაცვას, რომელიც მან გამოაგზავნა, პულტს ვერ მივცემ, ვიდრე კონდიციონერი ჩემს ოთახში არ იქნება. გაბრაზებულმა იურისტს დაავალა, ბრძანება დაეწერა გათავისუფლებაზე. ცუდად გავხდი, რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. იარაღს სახლში არ ვტოვებდი. შვილიშვილები მყავს და სამსახურში კაბინეტში ვინახავდი. ამოვიღე, ავალ, შევაშინებ, იქნებ აღმადგინოს სამსახურში-მეთქი და შენ მემუქრებიო. გავისროლე, ადგა და გაკრა მარჯვენა მხარზე. განზრახ მკვლელობის გეგმა არ მქონია. იარაღი ბუჩქებში ჩავაგდე. მან მიბიძგა დანაშაულისკენ. დამნაშავედ ვცნობ თავს, მაგრამ არა იმ კვალიფიკაციით, რაც მაქვს წარდგენილი. იარაღი გავჭედე, სისხლი რომ დავინახე. დამცველით ჩავკეტე, რომ მეორე გასროლა არ ყოფილიყო“, – განაცხადა თეიმურაზ ბეჟანიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

5 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ "კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" ("კანვენის") ექიმმა კლინიკის დირექტორი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge