png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გამოჯანმრთელდა კაცი, რომელიც 40 წელი აივ ინფიცირებული იყო

  • ეს საინტერესოა
  • 27.07.2022
  • 23:10
გამოჯანმრთელდა კაცი, რომელიც 40 წელი აივ ინფიცირებული იყო

კაცი, რომელსაც აივ-ის დიაგნოზი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაუსვეს, როგორც ჩანს, მთლიანად გამოჯანმრთელდა ვირუსისგან. მედიცინის ისტორიაში ეს მხოლოდ მეოთხე ასეთი შემთხვევაა. იტყობინება BBC.

როგორც იუწყებიან, პაციენტი ამავდროულად ლეიკემიით იყო დაავადებული და შესაბამის მკურნალობას გადიოდა. ამ მკურნალობის ფარგლებში, პაციენტმა მიიღო ძვლის ტვინი დონორისგან, რომელსაც დნმ-ის იშვიათი მუტაცია ჰქონდა, რაც ადამიანებს ვირუსის მიმართ იმუნიტეტს უყალიბებს.

აივ-ისგან განკურნებული კაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ახლა 66 წლისაა. ის უკვე 17 თვეა რემისიაშია და აივის ნეიტრალიზაციისთვის საჭირო მედიკამენტებს აღარ იღებს.

BBC-ის ცნობით, მიუხედავად წარმატებული პრაქტიკისა, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია არ მოახდენს რევოლუციას აივ-ის მკურნალობაში, რომლითაც ამჟამად მსოფლიოშ დაახლოებით 38 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.

"ეს არის კომპლექსური პროცედურა გვერდითი ეფექტების მნიშვნელოვანი რისკით, ამიტომ აივ ინფიცირებულთა უმეტესობისთვის ეს არ შეიძლება", - ამბობს ექიმი ჯეინა დიქტერი, ექიმი კალიფორნიის ქალაქ დუარტეს კლინიკიდან.

ექიმებმა მას უწოდეს „პაციენტი იმედის ქალაქიდან“ - ასე ზოგჯერ მეტაფორულად უწოდებენ კალიფორნიის ქალაქ დუარტეს, სადაც კაცი მკურნალობის კურსს გადიოდა.

გამოჯანმრთელებული კაცის ბევრმა მეგობარმა ვერ იცოცხლა იმ დრომდე, როდესაც ანტირეტროვირუსული თერაპიის გამოგონებამ ძირეულად შეცვალა აივ-ინფიცირებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების დონე.

პირველი ადამიანი, რომელიც აივ-ინფექციისგან გამოჯანმრთელდა, იყო ტიმოთი რეი ბრაუნი, რომელსაც თავიდან "ბერლინელი პაციენტი" უწოდეს. ის 2020 წელს გარდაიცვალა, ლეიკემიის რეციდივის შემდეგ. 2019 წელს მკვლევარებმა განაცხადეს, რომ კიდევ ორმა მამაკაცმა ლონდონიდან და დიუსელდორფიდან მდგრად რემისიას ტრანსპლანტატების გადანერგვისა და აივ-ინფექციის სამკურნალო წამლების მიღების შეწყვეტის შემდეგ მიაღწია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge