png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ქვემო ხოდაშენში სოფლის ბიბლიოთეკა მოინახულა

  • საზოგადოება
  • 27.02.2016
  • 11:41
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ქვემო ხოდაშენში სოფლის ბიბლიოთეკა მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში სოფლის ბიბლიოთეკა მოინახულა, რომლის ტექნიკური აღჭურვაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განხორცილდა.

 პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში ფონდის დახმარებით კახეთის რეგიონში 45 ბიბლიოთეკა აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, მრავალფუნქციური ლაზერული პრინტერებით და ინტერნეტით.  ბიბლიოთეკარებმა კი, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები  გაიარეს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამ ბიბლიოთეკების სახით სოფლებში შეიქმნება საინფორმაციო ცენტრები, რომლებსაც კულტურულ - საგანმანათლებლო კერების დატვირთვა ექნებათ, სოფლის ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ შეიკრიბონ და სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელონ.

პრეზიდენტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში არსებული ყველა სოფლის ბიბლიოთეკის ფონდები შეივსო ახალი გამოცემებით.

პროექტს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,  წელს, პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკისათვის“ მეორე ეტაპი ხორციელდება   - „თანამედროვე ინტერნეტსერვისები საქართველოს სოფლების მოსახლეობისათვის".  საბიბლიოთეკო ასოციაცია ფონდის დაფინანსებით საქართველოს საზღრისპირა რეგიონებში 70 სოფლის ბიბლიოთეკის ინტერნეტიზაციას განახორციელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge