png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თურქეთის განცხადებით, რუსეთმა და უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწიეს

  • მსოფლიო
  • 22.07.2022
  • 12:06
თურქეთის განცხადებით, რუსეთმა და უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინა და რუსეთი მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმებას 22 ივლისს გეგმავენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 21 ივლისს განაცხადა.

შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დაესწრებიან.

თურქული მხარის განცხადებით, შეთანხმება ეხება როგორც უკრაინული, ისე რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს.

როგორც იუწყებიან, უკრაინაში დაბლოკილი საქონლის ექსპორტი განხორციელდება უსაფრთხო დერეფნებით, ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის პირობებში.

თურქეთი, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, შეამოწმოს გემები, რათა თავიდან აიცილოს იარაღის შესაძლო გადაზიდვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაეროს სპეციალისტების მონაწილეობით სტამბოლში შეიძლება შეიქმნას შესაბამისი საკოორდინაციო ცენტრი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ 22 ივლისს სტამბოლში "შეიძლება ხელი მოეწეროს დოკუმენტს, რომელიც შეიცავს მხარეთა ვალდებულებებს შავ ზღვაში საექსპორტო მარშრუტების უსაფრთხო ოპერირების შესახებ".

უკრაინის დელეგაცია მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის სამხრეთ რეგიონების უსაფრთხოებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ძლიერ პოზიციებს შავ ზღვაში და უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - თქვა ნიკოლენკომ.

შეთანხმების მიხედვით, ასევე უნდა გამარტივდეს რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტი. რუსეთის ფედერაციიდან მარცვლეულის ექსპორტი პირდაპირ არ არის აკრძალული, მაგრამ რთულია დასავლური სანქციების გამო, რომელიც სატრანსპორტო კომპანიებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ბანკებს შეეხო. თეირანში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ ამავე დროს რუსული მარცვლეულის ექსპორტზე ყველა აკრძალვა უნდა მოიხსნას.

აშშ-ის მთავრობა მიესალმა გამოცხადებულ შეთანხმებას. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრობლემის წარმოშობაში რუსეთის ფედერაციაა დამნაშავე.

"ეს იყო რუსეთის მიერ შეგნებული გადაწყვეტილება საკვების იარაღად გამოყენება", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, ახლა რუსეთი უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ შეთანხმების განხორციელებაზე, რათა უკრაინულმა მარცვლეულმა მსოფლიო ბაზრებზე გასვლა შეძლოს.

ერთი დღით ადრე მარცვლეულის ტრანსპორტირების საკითხზე მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მარცვლეულის ექსპორტი უკრაინიდან განხორციელდება სამი პორტიდან: ოდესიდან, იუჟნიდან და ჩორნომორსკიდან. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მათი რიცხვი შეიძლება გაფართოვდეს.

სააგენტო AFP-ის ცნობით, ამჟამად უკრაინაში 20-25 მილიონი ტონა მარცვლეულია ბლოკირებული. რუსეთის შეჭრამდე უკრაინა ხორბლისა და სიმინდის მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ექსპორტიორი იყო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge