png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთმა, უკრაინაში, ოპერატიული პაუზის შემდეგ წინსვლის ტემპის შეცვლა ვერ შეძლო - ISW

  • მსოფლიო
  • 22.07.2022
  • 11:23
რუსეთმა, უკრაინაში, ოპერატიული პაუზის შემდეგ წინსვლის ტემპის შეცვლა ვერ შეძლო - ISW

რუსეთის ძალებმა ოპერატიულო პაუზის შემდეგ წინსვლის ტემპის გაზრდა ვერ შეძლეს. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მიმოხილვაში.

რუსეთის ჯარებმა 21 ივლისს განახორციელეს რამდენიმე შეზღუდული და ძალიან ლოკალიზებული სახმელეთო შეტევა. რუსეთის მიმდინარე ოპერატიული ტემპი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება იმისგან, რაც იყო ოფიციალურად გამოცხადებული ოპერატიული პაუზის დროს 7-დან 16 ივლისამდე.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ძალები განაგრძობდნენ უმნიშვნელი შეტევებს სლავიანსკის ჩრდილო-დასავლეთით და სევერსკისა და ბახმუტის გარეშემო, ისე, რომ ვერ დაიკავეს ვერც ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორია.

16 ივლისიდნ ოკუპანტები ახორციელებდნენ ლოკალურ შეტევებს სევერსკის აღმოსავლეთიდან, ასევე ბახმუტიდან აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით; 21 ივლისის მდგომარეობით, მათ ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან ტერიტორიულ წარმატებებს ამ რაიონებში.

რუსეთის დაჯგუფებამ სლავიანკის ჩრდილო- დასავლეთით განახორციელა ფაქტობრივად ნაკლები სახმელეთო შეტევა ხარკოვისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, ვიდრე ეს იყო ოფიციალური ოპერატიული პაუზის დროს.  

ISW -ის შეფასებით, სლავიანსკის, სევერსკისა და ბახმუტის რაიონების საზღვრებს გარეთ წარუმატებელი სახმელეთო შეტევების შემდეგ, რუსები, სავარაუდოდ, სლავიანსკის ან ბახმუტის დაკავებას ვერ შეძლებენ.

ინსტიტუტი ეყრდნობა მოპოვებულ მონაცემებს და ვარაუდობს, რომ რუსეთის ჯარები დიდი ალბათობით, გააგრძელებენ დაბალი სიზუსტის საბჭოთა იარაღის სისტემებს, თუმცა მათი დარტყმები უკრაინელების HIMARS-ის დარტყმებთან შედარებით წარუმატებელი იქნება.

ISW -ის ანალიტიკოსების დასკვნებით, რუსეთის ამჟამინდელი ოპერატიული ტეპმი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება რუსების ოფიციალური პაუზის დროინდელი შეტევითი ოპერაციების ტემპისგან. მათივე შეფასებით, რუსეთის ძალები დიდი ალბათობით, ვერ შეძლებენ მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავებას უახლოეს კვირებში. რუსეთმა სავარაუდოდ, უკვე გამოიყენა მაღალი სიზუსტის შეიარაღების რეზერვის 55-60%.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge