png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მე ვითხოვ იარაღს არა უცხო მიწაზე ომის საწარმოებლად, არამედ ჩემი სახლის დასაცავად - ოლენა ზელენსკამ აშშ-ის კონგრესს მიმართა

  • მსოფლიო
  • 20.07.2022
  • 23:31
მე ვითხოვ იარაღს არა უცხო მიწაზე ომის საწარმოებლად, არამედ ჩემი სახლის დასაცავად - ოლენა ზელენსკამ აშშ-ის კონგრესს მიმართა

უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ აშშ-ის კონგრესის წევრებს მიმართა.

ზელენსკამ მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, მეტი დახმარება გაუწიონ მის ქვეყანას და თქვა, რომ მეტი შეიარაღება დაეხმარება "დიდი საერთო გამარჯვების" უზრუნველყოფას.

15-წუთიანი ემოციური სიტყვით გამოსვლისას, ოლენა ზელენსკამ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, აჩვენა ბავშვების ვიდეოები, რომლებიც მისი თქმით, მოკლეს ან დაჭრეს, მათ შორის სამი წლის ბიჭი, რომელიც ახლა გერმანიაშია და სწავლობს პროთეზის გამოყენებას.

"კიდევ რამდენი ასეთი ბავშვია უკრაინაში? კიდევ რამდენი ასეთი ოჯახი დაანგრია ომმა? ეს არის რუსეთის "შიმშილის თამაშები", თქვა მან.

"მე ვითხოვ იარაღს, იარაღს, რომელიც არ იქნება გამოყენებული უცხო მიწაზე ომის საწარმოებლად, არამედ ჩემი სახლის დასაცავად და ამ სახლში ცოცხლად გაღვიძების უფლების დასაცავად".

"პასუხი არის აქ, ვაშინგტონში... დაგვეხმარეთ შეაჩეროთ ეს ტერორი უკრაინელების წინააღმდეგ და ეს იქნება ჩვენი საერთო დიდი გამარჯვება სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების ძიების სახელით", - თქვა მან.

კონგრესში სიტყვით გამოსვლამდე, ოლენა ზელენსკას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ თეთრ სახლში უმასპინძლეს.

18 ივლისს, ოლენა ზელენსკა ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge