png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკისა და "ბუღალტერთა კლუბი ფორუმის" ერთობლივი ტრენინგი ბათუმში გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 15.07.2022
  • 12:24
საქართველოს ბანკისა და "ბუღალტერთა კლუბი ფორუმის" ერთობლივი ტრენინგი ბათუმში გაიმართება

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და “ბუღალტერთა კლუბი ფორუმის” პარტნიორობით, ბათუმში ტრენინგი „მმართველობითი აღრიცხვა სასტუმროში“ გაიმართება.

ღონისძიება 22 ივლისს, 18:00 საათზე, Hilton-ში შედგება. ტრენინგი სასტუმროებში სისტემების დანერგვის და ავტომატიზაციის პროცესს შეეხება.

უფრო კონკრეტულად, შეხვედრა ისეთ საკითხებს დაეთმობა, როგორიცაა: სასტუმროში გამოყენებული სააღრიცხვო სტანდარტები; სააღრიცხვო სისტემების მიმოხილვა და მათი ფუნქციონალი; საოპერაციო სისტემის დანერგვის პროცესები და ეტაპები; ERP სისტემასთან ინტეგრაციის პროცესი და სხვა. ტრენინგს ქეთი ჩიკვაშვილი გაუძღვება, რომელსაც მომსახურებისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ფინანსური მიმართულებით 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

ტრენინგზე დასწრება „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ წევრებისთვის თავისუფალია. დასწრებას რეგისტრირებული პირველი 70 ადამიანი შეძლებს. რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3ysgBme

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ორგანიზაციის წევრი და გსურთ გაწევრიანება, გადადით ბმულზე: https://bit.ly/38tsq2A

"საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ბიზნესმომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული სიახლეები შესთავაზოს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა მორიგ საინტერესო ტრენინგს ვუმასპინძლოთ “ბუღალტერთა კლუბი ფორუმთან” ერთად. აღნიშნული შეხვედრა ჩვენი ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებით ხელი შევუწყოთ ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებაში, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მათ საქმიანობაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge