png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ნოვაგი" სასათბურე მეურნეობას აფართოვებს

  • ეკონომიკა
  • 14.07.2022
  • 14:24
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ნოვაგი" სასათბურე მეურნეობას აფართოვებს

საქართველოს ბანკი აგროპროექტების ხელშეწყობას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით „ნოვაგი“ სასათბურე მეურნეობას აფართოვებს. პროექტი 500 კვ.მ.-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს აერთიანებს. უახლოეს მომავალში კი, სათბური დამატებით 500 კვ.მ.-ზე მოეწყობა. საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40,000 ლარს უტოლდება. პროექტი სოფლის მეურნეობის სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება.

ყოველთვიურად, „ნოვაგი“ ადგილობრივ ბაზარზე 150-170 კილო ეკოლოგიურად სუფთა მარწყვის რეალიზაციას უზრუნველყოფს.

„პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა გამოწვევების ფონზე, გადავწყვიტეთ სრულიად ახალი საქმიანობა წამოგვეწყო და სოფლის მეურნეობაში გვეცადა ბედი. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, თუმცა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შევძელით საჭირო რესურსის მოზიდვა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების სათბურის მოსაწყობად მივმართეთ. სათბურში ბიოლოგიურად სუფთა მარწყვი მოგვყავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ფერმერებთან და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში ვახორციელებთ. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საქმიანობა გაგვეფართოვებინა და სულ მალე, პარტნიორობის ფარგლებში დამატებით 500 კვ.მ.-ზე მარწყვის მეორე სათბურს ავამუშავებთ“, - აცხადებს „ნოვაგის“ დირექტორი, გიორგი ჯოლოგუა.

„აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით „ნოვაგმა“ შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება და ბიზნესის განვითარება. აგრო მიმართულებით მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, ჩვენი მიზანია მომხმარებელს მაქსიმალურად მათ საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობები შევთავაზოთ, რაც გაუმარტივებს წვდომას საჭირო ფინანსურ რესურსზე, ისეთ კრიტიკულად მნიშნელოვან პერიოდებშიც, როგორიც საქმიანობის საწყისი ეტაპია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge