png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა თელავის უნივერსიტეტში ნიადაგის კვლევის ლაბორატორია გახსნა

  • საზოგადოება
  • 26.02.2016
  • 16:09
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა თელავის უნივერსიტეტში ნიადაგის კვლევის ლაბორატორია გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად უნივერსიტეტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებული ლაბორატორია გახსნა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,  ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის არსებობა მნიშვნელოვანია, როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწყობილი ლაბორატორია შიდა კახეთის (თელავის რაიონის) ნიადაგების ქიმიური შემადგენლობის კვლევას განახორციელებს და  სხვადასხვა ტიპის ნიადაგებისთვის განსაზღვრავს სასუქის სახეობას და საკვები ელემენტების ზღვრულ ნორმებს, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავეებს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ირმა შიოშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება ნიადაგის განოყიერების ერთიანი სრულყოფილი სქემის შემუშავება, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებსა და გლეხებს თავიდან აიცილონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების არასაჭირო სასუქებით დაბინძურება.

უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორია, კვლევების ჩატარების შემდგომ, ფერმერებს კონსულაციებსაც გაუწევს.

თელავის უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტის  სტუდენტებს საშუალება აქვთ ლაბორატორიაში ნიადაგის კვლევის პრაქტიკული სამუშაოები თავად აწარმოონ.

პროექტი თელავის უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერ - თანამშრომლების მიერ ხორციელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, თელავის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ადმინისტრირების განყოფილების უფროსი გიორგი ჟურული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge