png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნისა, რომელიც აღიარებს ევროპულ ღირებულებებს და მიისწრაფვის ევროპისკენ - კარლ ნეჰამერი

  • მსოფლიო
  • 08.07.2022
  • 18:35
ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნისა, რომელიც აღიარებს ევროპულ ღირებულებებს და მიისწრაფვის ევროპისკენ - კარლ ნეჰამერი

საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია, ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა- ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

კარლ ნეჰამერის თქმით, საქართველო ევროპულ ღირებულებებს აღიარებს და მიისწრაფვის ევროპისკენ. ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ ავსტრია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ავსტრიაში. ძალიან მოხარული ვარ, რომ მოხერხდა ამ შეხვედრის ასე სწრაფად დაორგანიზება. ჩვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ავსტრიიდან წამოსულიყო მოსაწვევი იმ ქვეყნისადმი, რომელიც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია და ამასთანავე, არის პარტნიორი, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციაშია. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ და ეს არის უწყვეტი გამოწვევა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთის მხრივ, თუმცა მეორე მხრივ, საქართველო დღეს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, როდესაც ვლაპარაკობთ კონფლიქტის მხარეებთან საუბარზე და რომელსაც ესმის რეგიონი. ჩვენ, როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რეგიონი უკეთესად გავიგოთ, ჩვენთვის, ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნისა, რომელიც აღიარებს ევროპულ ღირებულებებს და მიისწრაფვის ევროპისკენ. ამ გზაზე საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა საქართველო გახდეს ჩვენი თანამეგობრობის წევრი. ევროპულმა საბჭომ ჩამოაყალიბა კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის სწრაფად უზრუნველყოფა და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორია. ჩვენი საუბრისას, ბატონ პრემიერ-მინისტრთან ავსტრიის პოზიციაზე დეტალურად ვისაუბრეთ, თუ რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მიდგომა, თუ რატომ გაიწერა უკრაინისთვის და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში რატომ დაფიქსირდა გაწევრიანების პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ბოსნია-ჰერცეგოვინას მომენტიც გასათვალისწინებელია. ანუ, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, არამედ ვლაპარაკობთ ასევე სხვადასხვა ინტერესებზე, ინტერესების დაბალანსებაზე და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული სიგნალი გაიგზავნა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიმართ, მაგრამ ჩვენთვის, ავსტრიისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იგივე სიგნალის გაგზავნა ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის“,- აღნიშნა კარლ ნეჰამერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge