png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

"გალტ & თაგარტის" ხელშეწყობით პირველადი საჯარო შეთავაზების მასტერკლასი ჩატარდა

  • ეკონომიკა
  • 07.07.2022
  • 15:51
"გალტ & თაგარტის" ხელშეწყობით პირველადი საჯარო შეთავაზების მასტერკლასი ჩატარდა

"გალტ & თაგარტი" კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 6 ივლისს, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მასტერკლასი თემაზე - პირველადი საჯარო შეთავაზება ჩატარდა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს „გალტ & თაგარტი“ „BDO Georgia“-სთან ერთად ასრულებს.

ღონისძიებას EBRD-ის კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ატილა ტოსი გაუძღვა. მასტერკლასი პრაქტიკული ქეისების განხილვას და ისეთ საკითხებს დაეთმო, როგორიცაა: პირველადი საჯარო შეთავაზების ეკონომიკური დასაბუთება; პირველადი საჯარო შეთავაზების პროცესი; კომპანიის არსებობა პირველადი საჯარო შეთავაზების შემდგომ, როგორ მოვემზადოთ პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ.

„გალტ & თაგარტისა“ და „BDO Georgia“-ს ხელმძღვანელობით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის პირველ ეტაპზე ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევა განხორციელდა, რომლებიც კომპანიებისთვის აღნიშნულ ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ფაზა კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას და საგანმანათლებლო სქემის განხორციელებას დაეთმო. პროგრამა შერჩეულ კომპანიებს სავალო ან/და წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, კაპიტალის ბაზრის ათვისებაში უწყობს ხელს.

პროგრამაზე დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ჯამურად დაგეგმილი ემისიის მოცულობა 800-900 მილიონ ლარს შეადგენს.

“მოხარული ვართ, რომ EBRD-თან და ევროკავშირთან პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. პროექტში 21 ქართული კომპანია უკვე ჩაერთო, რომლებიც სხვადასხვა სექტორის მოწინავე მოთამაშეები არიან. პროგრამის ფარგლებში კი, მათ აქვთ საშუალება, მეტად განვითარდნენ და უკეთ აითვისონ კაპიტალის ბაზრები საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით. გვჯერა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე ბაზარზე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას “, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge