png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თურქეთმა დააკავა რუსული გემი, რომელსაც უკრაინიდან მოპარული ხორბალი გადაჰქონდა

  • მსოფლიო
  • 03.07.2022
  • 20:00
თურქეთმა დააკავა რუსული გემი, რომელსაც უკრაინიდან მოპარული ხორბალი გადაჰქონდა

თურქეთის საბაჟო სამსახურმა რუსული გემი დააკავა, რომელსაც ოკუპირებული ბერდიანსკის პორტიდან მოპარული უკრაინული ხორბალი გადაჰქონდა.

ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილი ბოდნარმა უკრაინულ მედიას განუცხადა.

„გემი ახლა პორტის შესასვლელთან დგას. ის თურქეთის საბაჟო სამსახურმა დააკავა. ხვალ გაიმართება უწყებათაშორისი სხდომა, რომელზეც ამ გემის ბედი გადაწყდება“, - განაცხადა ბოდნარმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ თურქული მხარისთვის უკრაინის გენერალური პროკურატურის მოთხოვნა გადაცემულია და უკრაინა იმედოვნებს, რომ ხომალდს დააპატიმრებენ, მოხდება ქონების კონფისკაცია და მასთან დაკავშირებული ყველა პირი პასუხისგებაში მიეცემა.

„ამ გემთან დაკავშირებით სიტუაცია განსაკუთრებულია,  რადგან ის იყო პირველი, ვინც სცადა დროებით დაკავებული პორტის გამოყენება და თურქეთის პორტში შესვლა. ეს არალეგალურია და დიდი თავხედობაა იმის მცდელობა, რომ გაჭრა დერეფანი, რათა ისარგებლო შემთხვევით და გაიტანო ქონება“, - თქვა ბოდნარმა.

1-ელ ივლისს, თურქეთის პორტში ოკუპირებული ბერდიანსკიდან შევიდა რუსული გემი Zhibek Zholy. მანამდე ოკუპანტების მიერ დანიშნულმა ზაპოროჟიეს ე.წ. დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა ,რომ ხომალდმა ბერდიანსკიდან 7 ათასი ტონა უკრაინული ხორბალი გაიტანა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge