png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძემ გერმანიაში ვიზიტი შეაჯამა

  • პოლიტიკა
  • 26.02.2016
  • 11:06
მიხეილ ჯანელიძემ გერმანიაში ვიზიტი შეაჯამა

გერმანია მზად არის განაგრძოს საქართველოს დახმარება ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისა და ევროპული ფასეულობების განმტკიცების მიმართულებით. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. 

მინისტრის განცხადებით ვიზიტისას განხორციელებულ ყველა დონის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ გერმანიამტკიცე მხარდამჭერია, როგორც საქართველოს განვითარების, ასევე მისი ევროპული მომავლის.

"მათ ძალიან სწორი აღქმა აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესების. ისინი ხედავენ, რომ საქართველო ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს დაწარმატებით ახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებიც საჭიროა ჩვენი ევროპული მომავლისთვის, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო ძლიერი,ჩვენი ინსტიტუტები გახდეს უფრო ძლიერი . დაინერგოს ევროპული სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდ და სტაბილურგანვითარებას და ახალ შესაძლებლობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის . ისინი მზად არიან, რომ საქართველოს დახმარება გააგრძელონ ამმიმართულებით, ყველა დონეზე. ეს არის პოლიტიკური , ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერა. გამოხატული არის სრული მზადყოფნა,გაგრძელდეს ეს დახმარება საქართველოსადმი"-  განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 
მინისტრის თქმით გერმანია, როგორც პოლიტიკურ, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლების დონეზე მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის პროცესისწარმატებით დასრულებას და საქართველო მზად არის ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს გერმანულ მხარესთან. " მათი მხრიდან გამოიხატა სრული მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის კუთხით, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან და ჩვენგავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა უწყებასთან იმისთვის, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს,უფრო გაღრმავდეს, განვითარდეს და უფრო მეტი დადებითი შედეგი მოიტანოს ორი ქვეყნისთვის"- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით ბერლინში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. ვითარებასაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც გერმანიამ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობის მიმართ. " მათი მხრიდან არის სწორი აღქმა და მიდგომები, იმ საფრთხეებისადმი, რომლებიც საქართველოს დღეს გააჩნია. არის ასევემზადყოფნა გამოხატული ყველას მხრიდან, რომ მაქსიმალურად იდგეს საქართველოს გვერდით, იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ამსაფრთხეებისადმი გამკლავება, რეფორმების განხორციელება და წარმატების მიღწევა ეკონომიკური განვითარებისა და ახალი შესაძლებლობებისკუთხით ქვეყანაში."- განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძე გერმანიას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. 23-26 თებერვალს შეხვედრებს მართავს გერმანიის აღმასრულებელი დასაკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანალიტიკურ ცენტრებში, ბიზნეს წრეებისა და მედიის წარმომადგენლებთან. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge