png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ომი უკრაინაში, სავარაუდოდ, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასრულდება - იენს სტოლტენბერგი

  • მსოფლიო
  • 25.06.2022
  • 22:19
ომი უკრაინაში, სავარაუდოდ, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასრულდება - იენს სტოლტენბერგი

რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკების გზით დასრულდება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სავარაუდოდ, ეს ომი მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასრულდება. ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ უკრაინას დარჩეს სუვერენულ და დამოუიდებელ ევროპულ ერად, გავუწიოთ სამხედრო დახმარება, ეკონომიკური მხარადჭერა და მკაცრი სანქციები დავუწესოთ რუსეთს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა შეკითხვის პასუხად დასრულდება თუ არა ომი მოლაპარაკებათა მაგიდასთან ან რომელიმე მხარის სრული დამარცხებით.

ერთი კვირით ადრე Bild-თან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ომი უკრაინაში, შესაძლოა, რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს“ „ჩვენ უნდა ვემზადოთ იმისთვის, რომ ეს, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს“. -განაცხადა მან.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა მოლაპარაკება უკანასკნელად მარტის ბოლოს, სტამბოლში გამართეს, შემდეგ კი მხარეები ვიდეოშეხვედრებს მართავდნენ. მაისში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დაპაუზებულია.

რამდენიმე დღის წინ კი უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს განახლდეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge