png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბიზნესომბუდსმენი, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ექსპორტიორი, იმპორტიორი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 25.02.2016
  • 17:30
ბიზნესომბუდსმენი, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ექსპორტიორი, იმპორტიორი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ექსპორტიორი, იმპორტიორი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონის ამოქმედების ვადები იყო.
ბიზნესი კანონის ამოქმედების გადავადებას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციების მარტიდან ამოქმედება მათ დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

ბიზნესომბუდსმენმა ექსპორტიორების არგუმენტები მოისმინა და მათ აღნიშნული საკითხის მთავრობასთან განხილვას დაჰპირდა. გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კანონის ამოქმედებამდე განიხილება ვერსიები, როგორ მოხდეს მისი იმპლემენტაცია ისე, რომ იმპორტიორებს პრობლემები არ შეექმნათ და ამავე დროს შენარჩუნდეს ის სარგებელი, რაც კანონის ამოქმედებას უნდა მოჰყვეს. გიორგი გახარიას განცხადებით, პრაქტიკულად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კანონი ერთი წელი არ ამოქმედდება. 

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ექსპორტიორები და ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები სამუშაო რეჟიმში მოლაპარაკებებს განაგრძობენ, რათა ერთობლივად შეიმუშაონ გეგმა, რომელიც შემდგომ განსახილველად მთავრობას წარედგინება.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge