png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პოლიციამ თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

  • სამართალი
  • 19.06.2022
  • 11:20
პოლიციამ თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

1995 წელს დაბადებული კ.მ. დაკავებულია ძალადობის ორგანიზების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო 1996 წელს დაბადებული გ.მ. და 2004 წელს დაბადებული შ.ჭ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან დაკავებული.

დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს - კ.მ.-ს ნათესავთან - 1993 წელს დაბადებულ კ.მ.-სთან უთანხმოება ჰქონდა. მიმდინარე წლის 17 ივნისს, ბრალდებული კ.მ., აღნიშნული ნათესავისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, მეგობრებს - გ.მ.-ს, შ.ჭ.-ს და დ.მ-ს შეხვდა. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მან თანამზრახველებს გადასცა ხელკეტი, პირბადეები, ქურთუკები და ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილი ავტომობილით მივიდნენ კ.მ.-ის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დ.მ.-მ 1993 წელს დაბადებულ კ.მ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც დაჭრილმა კ.მ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დ.მ. დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კ.მ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება მკვლელობაში მხილებულ დ.მ.-ს, იგი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, სადაც სამართალდამცველთა მეთვალყურეობით განაგრძობს მკურნალობას.

დანაშაულში ბრალდებული სამივე პირი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა, ხელკეტი და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 225-ე, 375-ე და 376-ე მუხლებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge