png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ჩემი სახლი“ მასპინძლობს

  • საზოგადოება
  • 25.02.2016
  • 15:40
თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ჩემი სახლი“ მასპინძლობს

თიბისი არტ გალერეაში გამოფენა „ჩემის სახლი“ გაიხსნა. ექსპოზიცია სპეციალურად იტალიური საერთაშორისო არტ-პროექტისთვის - Vico Vitrri Arte შექმნილი მულტიმედიური პროექტის  გაგრძელებაა, რომელიც 2015 წლის დეკემბერში პიზის პროვინციაში, XII საუკუნის უპიცინიგის  კოშკში გამოიფინა.

“ჩემი სახლი“  თანამედროვე  ქართველი და უცხოელი  მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენაზე მამია მალაზონიას, ირაკლი სუთიძის, მარიამ იზორიას, ალექსანდრე მიქაძის, გუგა კოტეტიშვილის, ლევან დადიანის, ბრის მატეის, გერჰარდ შაბელისა და ჰუსეინ ჰაქვერდის  ნამუშევრებია  წარმოდგენილი.

პროექტის დასახელება - ”ჩემი სახლი” შემთხვევითი არ არის, რადგან მისი კონცეფცია მთლიანად ქვეყნის, მისი იდენტობისა და კულტურის დემონსტრირებაა. გამოფენა საერთაშორისო დამთვალიერებლისათვის იმ ღირებულებათა გაზიარებას გულისხმობს, რითიც საუკუნეების მანძილზე არსებობს და ვითარდება  ქართული კულტურა.

პროექტის ავტორი ხელოვნებათმცოდნე, თიბისი არტ გალერეის დირექტორი, ქეთევან კორძახიაა.

იტალიაში, ტოსკანის რეგიონში საერთაშორისო არტ-პროექტი  -Vico Vitri Arte უკვე 14 წელია ტარდება და მასში მთელი წლის განმავლობაში იტალიელ მხატვრებთან ერთად მონაწილეობას უცხოელი არტისტები იღებენ.   ყოველწლიური  Vico Vitri Arte  საშობაოდ, დიდი სადღესასწაულო ღონისძიებით გვირგვინდება, წელს სწორედ ამ საზეიმო დახურვაზე  ქართული პროექტი საგანგებოდ იყო მიწვეული.

„ჩემი სახლი“ იტალიის შემდეგ, უკვე  ქართველ დამთვალიერებელს თიბისი არტ გალერეაში  15 მაისამდე ელოდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge