png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დავით ნარმანია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 25.02.2016
  • 13:58
დავით ნარმანია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა. შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობასა და თბილისის მერიას შორის  სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას შეეხო.

განიხილეს მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით დედაქალაქის ხელმძღვანელობის გეგმები, ასევე წამოწყებულ პროექტებში ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან თბილისის დახმარების შესაძლებლობა.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი მიმდინარე პროექტები და პროგრამები იყო.

„ვისაუბრეთ ევროკავშირის წარმომადგენლობასა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით იყო გარკვეული საკითხები, რაც აინტერესებს წარმომადგენლობას, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ საგრანტო კომპონენტის გამოყოფაზე. ასევე ვისაუბრეთ ისეთ პროექტებზე, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქის მდგრად განვითარებასთან, მათ შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებზე და სამომავლო პროექტებზე, ასევე, დედაქალაქის მერიის ჩართულობაზე ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, რაშიც ჩვენ ტრადიციულად ვმონაწილეობთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების მიღწევას ემსახურება.

„თანამშრომლობაევროკავშირსადასაქართველოს, ასევე, თბილისს შორის, ძალიან მჭიდრო და მრავალმხრივია. განვიხილეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა დედაქალაქში, წამოწყებულ პროექტებში ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან თბილისის დახმარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, განვიხილეთ ჰაერის დაბინძურების შემცირების საკითხები. აღნიშნული საკითხები საბოლოოდ ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების მიღწევას. რა თქმა უნდა, პრობლემების მოგვარება, იქნება ეს საცობები თუ სხვა, ვერ მოხდება ერთდ ღეში, მაგრამ საჭიროა ხანგრძლივი, ინტენსიური და კომპლექსური მუშაობა, რომელიც დრო და დრო დადებით შედეგებს გამოიღებს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge