png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თუ რამე უარყოფითი ჩაიწერა კანდიდატურასთან დაკავშირებით ეს იქნება "ოპოზიციის დამსახურება", რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ დაეზიანებინა საქართველოს პერსპექტივა - ხელაშვილი

  • კომენტარები
  • 13.06.2022
  • 16:15
თუ რამე უარყოფითი ჩაიწერა კანდიდატურასთან დაკავშირებით ეს იქნება "ოპოზიციის დამსახურება", რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ დაეზიანებინა საქართველოს პერსპექტივა - ხელაშვილი

არის დიდი იმედი, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული ყველა რეფორმა იქნება მხედველობაში მიღებული და სწორედ ამის საფუძველზე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. აუცილებელია, ევროპის მხრიდან დაფიქსირდეს ყველაზე უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან ევროკავშირი ყოველთვის ასოცირდება პოლიტიკურ სამართლიანობასთან - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ რამე უარყოფითი ჩაიწერა კანდიდატურასთან დაკავშირებით ეს იქნება „ოპოზიციის დამსახურება“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეზიანებინა საქართველოს პერსპექტივა.

"არის დიდი იმედი იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული ყველა რეფორმა იქნება მხედველობაში მიღებული და სწორედ ამის საფუძველზე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის მიერ ბოლო კვირების განმავლობაში წარმოებულმა ძალიან მძიმე ანტისახელმწიფოებრივმა კამპანიამ ევროპაში, მიმდინარე პოლიტიკური მომენტი, ცუდად აისახა ეს ჩვენს პერსპექტივაზე და თუ კი რამე უარყოფითი იქნა ჩაწერილი ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით ეს იქნება „ოპოზიციის დამსახურება“. ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაყოფილია აზრები, როგორც ჩვენთან ასევე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში" - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მისივე თქმით, ყოველთვის სასურველია, რომ გრძელვადიანი და მოკლევადიანი პოლიტიკური პროცესები ერთმანეთთან იყოს თანხვედრაში.

"გრძელვადიან პროცესზე არავის აქვს ჩვენთან არანაირი პრეტენზია, რაც შეეხება მოკლევადიან პროცესს, პოლიტიკურ მომენტს, აქ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეზიანებინა საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების. როდესაც ჩვენ ეს ვამხილეთ მაშინვე ოპოზიციამ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რა აქტიურად უჭერენ მხარს კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, ეს ფარისევლობა, ეს პირფერობა არავის დაუჯერებია და ყველას ძალიან კარგად ესმის რაშიც არის საქმე. ამის მიუხედავად, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვიმუშავეთ ძალიან თანმიმდევრულად ევროკავშირის წევრობისთვის, ყველა პირობის შესრულებისთვის, დიდი იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი ევროკავშირის მხრიდან, ვინაიდან ეს არის ეპოქალური, ძალიან დიდი მნიშვნელობის გადაწყვეტილება და ის იქნება დადებითი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. შესაძლოა მას ჰქონდეს გარკვეული პირობები ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, მაგრამ აუცილებელია, ევროპის მხრიდან დაფიქსირდეს ყველაზე უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან ევროკავშირი ყოველთვის ასოცირდება პოლიტიკურ სამართლიანობასთან", - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge