png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა

  • თავდაცვა
  • 25.02.2016
  • 13:52
თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გერმანიაში ქართული ქვედანაყოფი მოინახულა, რომელიც ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის ემზადება. გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) საქართველოს შეიარაღებული ძალების 52-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლამდე საბოლოო მომზადების სავარჯიშოებს ასრულებს. სამხედრო ბაზა თავდაცვის მინისტრმადელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გადასროლისწინა სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერლებთან ერთად ადგილზე გაეცნო პრაქტიკულ სწავლებებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების დონემ დადებითი შეფასება მიიღო სწავლების ხელმძღვანელობისგან. „ჩვეულებრივი დღეა, ყველა იმ სცენარით, ყველა იმ გათამაშებით, რომელიც მათი ყოველდღიური წვრთნის ნაწილია. ყველა უკლებლივ, ვისაც ჩვენ აქ ვხვდებით - ხელმძღვანელები, გენერლები, კმაყოფილები არიან ჩვენი ბატალიონის მომზადების დონით. მხოლოდ წარმატებები შეგვიძლია ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს. ერთ თვეში ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან და შემდეგ უკვე გაემგზავრებიან მისიის შესასრულებლად,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

“ძალიან კმაყოფილი ვარ, როდესაც ვხედავ, თუ როგორ კარგად ართმევს ქართული ბატალიონი თავს ამ რთულ სწავლებას. ისინი შესანიშნავად ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს და ზოგჯერ მოლოდინსაც აჭარბებენ. დარწმუნებული ვარ, ქართველი სამხედროები ყველა საჭირო მოთხოვნას დააკმაყოფილებენ ავღანეთის მისიაში მონაწილეობის მისაღებად,“ - განაცხადა ქართული ბატალიონის მეკავშირე ოფიცერმა, მაიორმა რობინ დანიელსმა.

გერმანიაში გამგზავრებამდე ქართულმა ქვედანაყოფმა 4-თვიანი მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. ბაზა ჰოჰენფელსში ერთთვიანი დასკვნითი შეფასების შემდეგ კი, 52-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონს უფლება მიეცემა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავროს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge