png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით - ბექა დავითულიანი

  • კომენტარები
  • 10.06.2022
  • 19:06
ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით - ბექა დავითულიანი

ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი ერთგვარ შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა. ამაში ვერავინ ჩავერევით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი რეზოლუციის ტექსტს გამოეხმაურა.

„არ შეიძლება, მედიის მთავარი ინკვიზიტორების: მიხეილ სააკაშვილის, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ნიკა გვარამიას, რომელმაც პირდაპირ თქვა, „იმედი“ სარედაქციო პოლიტიკის გამო დავხურეთო და კეზერაშვილის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მაშინდელი რეჟიმის მთავარი დამფინანსებელი იყო, რომელიც მედიას დევნიდა - მათი დაცვის ჭრილში მოხსენიება და ბიძინა ივანიშვილის კი, რომელმაც მედია სივრცე მათგან გაათავისუფლა, ქვეყანაში დემოკრატიულ სისტემას დაუბრუნა შანსი და განავითარა, მისი ნეგატიურ ჭრილში მოხსენიება. ნამდვილად შეუძლებელი აბსურდია! თუმცა, ვინაიდან მოხდა და ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასე ჩაიწერა, ალბათ, პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ეს არ შეიძლება ბარიერად იქცეს კანდიდატის მინიჭების გზაზე.

ვფიქრობ, პრეზიდენტის ეს განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი ერთგვარ შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა. ამაში ვერავინ ჩავერევით. შესაძლოა, ამ განცხადებით რაღაც ამგვარი შესავალი გააკეთა. ერთი ახსნა, ეს შემიძლია ვთქვა. სხვაგვარ ახსნა მე ვერ ვუძებნი. თითქოს, მას სურს, მოხსნას ის ბარიერი, რომელიც სრულიად ხელოვნურად შეიქმნა ევროპარლამენტში ან ის განწყობა გააქარწყლოს. შესაძლოა, ეს იგულისხმა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge