png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ "ყაზბეგი საქართველოს მიერ არის ოკუპირებული"

  • კონფლიქტები
  • 10.06.2022
  • 16:15
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ "ყაზბეგი საქართველოს მიერ არის ოკუპირებული"

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს „ოკუპირებული“ აქვს „ძირძველი“ ისური მიწა - ყაზბეგი.

რუსეთის მიერ მართული მარიონეტული რეჟიმი „მკაცრად გმობს“ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ მიღებულ რეზოლუციას და აცხადებს, რომ დოკუმენტში ასახულია ცალმხრივად პოლიტიკურად მიკერძოებულ მიდგომა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქმის რეალურ მდგომარეობასთან და დევნილების ბედზე შეშფოთებასთან.

ე.წ. სამინისტრო აცხადებს, რომ „უცნაურია“ რეზოლუციაში გამოთქმული შეშფოთება „ჰიპოთეტური ქართველი დევნილების" შესახებ, როდესაც სეპარატისტების თქმით, ისტორიას ახსოვს ეთნიკური ქართველების მიერ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიის  მიზანმიმართულად დატოვების პროცესი ქართული ჯარების „თავდასხმამდე“ 90-იან წლებსა და 2008 წლის აგვისტოში.

ასევე საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ „სამხრეთ ოსეთიდან“ და საქართველოდან 1990 -იანი წლებიდან საქართველოს მხრიდან „ეთნიკურ წმენდას“ გაექცა 100 ათასამდე ოსი ეროვნების ადამიანი, რომელთა ბედი მარიონეტების თქმით, დასავლეთს არ აშფოთებს.

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმი აღშფოთებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად არის მოხსენიებული და აცხადებს, რომ „სინამდვილეში“ საქართველოს აქვს „ოკუპირებული“  ე.წ.სამხრეთ ოსეთის ტერიტორია - ყაზბეგი.

„რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს მიერ, ფაქტობრივად, ოკუპირებულია ოსეთის ძირძველი მიწა - ე.წ ყაზბეგის რაიონი, სადაც მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები. ამ მიწებიდან იძულებით გამოძევებულ ოს მოსახლეობას ეკრძალება საკუთარი სახლების, წინაპრების საფლავების მონახულება და საქართველოს ხელისუფლება და მისი დასავლელი მეგობრები გაეროში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ“, - აცხადებენ მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge