png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გაფიცვის მე-11 დღე - რა ხდება ტყიბულში?

  • საზოგადოება
  • 24.02.2016
  • 16:15
 გაფიცვის მე-11 დღე - რა ხდება ტყიბულში?

EMC-ის თანამშრომლები ტყიბულში იმყოფებიან გაფიცულ მეშახტეებთან ერთად და ადგილიდან გვაწვდიან ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე.

უკვე მე-10 დღეა რაც ტყიბულში მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტების მუშები გაფიცულები არიან. დღეს მათ უკვე ადგილობრივი მოსახლეობასთან ერთად  ზესტაფონის ფეროს მუშები  და მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი უცხადებს სოლიდარობას.

ასევე გაფიცულებთან სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები ვითარების შესასწავლად ჩავიდნენ.

მუშები სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვას ითხოვენ და დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმას კრიზისში შესული პროტესტის მოსაგვარებლად.

აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მედიის მუშაობასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით მედია ტენდენციურობას იჩენს და სრულყოფილად არ აშუქებს მოვლენებს. განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია, გუშინ ადმინისტრაციის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის გაშუქებამ, რომელიც მათი თქმით  კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო“.

გაფიცულები,  „საქნახშირი ჯი-აი-ჯი საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურენ და აცხადებენ, რომ საწარმო ულტიმატუმის ენით ელაპარაკება მათ. „როდესაც ამბობენ რომ თუ არ ვიმუშავებთ პროცესი არ დაიძვრება“- განაცხადა საგაფიცვო კმიტეტის ერთერთმა წევრმა“.

მუშები ასევე აცხადებენ, რომ „თუ კადრების შემცირებაა საჭირო იმისთვის, რომ მუშებს ხელფასები გაეზარდოთ, მაშინ ლოგიკურია ადმინსიტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდეს სადაც არადეკვატურად მაღალი ხელფასები აქვთ. მუშები ასევე საუბრობენ გაბერილ კადრებზე და ნეპოტიზმზე.

გაფიცულები გამოეხმაურენ ელზა ჯგერენაიას განაცხადებას და უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორები დავის მოგვარებაში ჩართული არიან.

მუშები, მოუწოდებენ სხვადსხვა ორგანიზაციებს და ჯგუფებს, სამთავრობო თუ არასამთავრობო წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ.

►მუშების ოფიციალური განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://emc.org.ge/2016/02/23/emc-6/

ფოტო არქივიდან

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge