png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„ყველამ წაიკითხოს თორემ წაგშლით!“ - რობერტ სტურუა საზოგადოებას მიმართავს

  • ეს საინტერესოა
  • 24.02.2016
  • 15:44
„ყველამ წაიკითხოს თორემ წაგშლით!“ - რობერტ სტურუა საზოგადოებას მიმართავს

ყველას, ყველას, ყველამ წაიკითხოს, - ამ მოთხოვნით გამოდის რეჟისორი რობერტ სტურუა და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ყ ვ ე ლ ა ს! ყ ვ ე ლ ა ს! ყ ვ ე ლ ა მ  წ ა ი კ ი თ ხ ო ს!
თორემ წაგშლით! (რამდენს გაეხარდება - მითუმეტეს ჩხარტო ლაშარაშვილს.)
რუსთაველის თეატრის გახსნისთანავე, მე-20 საუკუნის დასაწყიში, იქ სადაც, ძვირფასო მაყურებელო, ამჟამად ზამთარში თბილ ქურქს (არ შეგეშინდეთ!) ან პალტოს აბარებთ ცნობილი რესტორანი იყო (ნუ აღშფოთებდით - მე მგონი დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ...)
"ქ ი მ ე რ ი ო ნ ი" - ასე ერქვა ამ რესტორანს. არაჩვეულებრივი მხატრების ფრესკებით მორთული ( მ.თოიძე, დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, ს.სუდეიკინი.) თბილისის ბოჰემის ყურადღების ცემტრში აღმოჩდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველომ დიდი ხნის შემდეგ თავისუფლების გემო იგრძნო. კამერული კონცრტები, პოეტების საღამოები, პოლიტიკური კაბარე - რას არ ნახავდი და მოისმენდი აქ. 
და აი, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობთ, მგონი ფრთებს ისხამს, (თუ გამწარებულმა პოლიტიკოსებმა და ხელოვნების "მცოდნეებმა" ხელი არ შეგვიშალეს.) გვინდა დავაბრუნოთ ეს ძვირფასი ტრადიცია და არტისტული კაფესთან ერთად შევქმნათ თავისებური კულტურული ცენტრი. ახალგზრდა მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები თავის ნაწარმოებს გააცნობენ მაყურებელს - გამოფენები, კონცერტები, დისკუსიები და ა.შ.
აგრეთვე გვინდა ქართველი ბავშვები ხელოვნებას ვაზიაროთ. (ყველას ახსოვს, ჯანო კახიძე რომ უტარებდა პატარებს მუსიკის გაკვეთილებს). ახლა რა გვინდა თქვენგან ფეისმეგობრებო - წაიკითხეთ და სხვას გადაეცით!!!!
ცხადდება კონკურსს ამ მომავალი ცენტრის დიზაინის ჩანაფიქრზე - ლოგოტიპი, შრიფტი, ინტერიერი - საერთოდ ყველაფერზე, რაც ვიზუალურ მხარეს ეხება და რაც 116 წლის, მსოფლიოში სახელმოხვეჭილ რუსთაველის პ რ ფ ე ს ი უ ლ (კულტურის სამინისტრომ ეს ტერმინი (პროფესიული) ღმერთმა იცის რომელ ტვინის უჯრებში ამოქექა - წარმოგიდგენიათ- "საფრანგეთის პროფესიული თეატრი კომედი ფრანსეზ"?! როგორია??)) თეატრს ეკადრება.
ასევე მინდა გაგანდოთ, რომ ინგლისელ დიზაინერების ჯგუფი (ჭკუას კარგავენ საქართველოზე და თანაც ძალზე სახელმოხვეჭილები არიან!) ხელმძღვანელობს ამ პროექტს (ო, როგორ შემაძულეს ეს სიტყვა - რეჟისორები ხომ უკვე სპექტაკლებს არ ვდგამთ, არა - პროექტებს ვანხორციელებთ!) 
კონკურსი საერთაშორისო გახლავთ. ჟიურიც გვეყოლება, ალბათ უფრო ობიექტური, ვიდრე ბოღმისგან გასიებული სამი მუშკეტორი.
მუდამ თქვენი, ჯერ კიდევ ,რობერტი“, - წერს რობერტ სტურუა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge