png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა ლექსო თორაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

  • საზოგადოება
  • 31.05.2022
  • 23:42
პრეზიდენტმა ლექსო თორაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და მსოფლიოში მისი პოპულარიზაციისათვის, მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ქართველ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პიანისტი ალექსანდრე (ლექსო) თორაძე ბრწყინვალების ორდენით (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში ლექსო თორაძის ხსოვნისადმი მიძღნილ კლასიკური მუსიკის საღამოზე შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდო ლექსო თორაძის დას და მეუღლეს პირადად გადასცა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა არა მხოლოდ ძალიან დიდ პიანისტსა და დიდ მუსიკოსს, არამედ დიდ ადამიანს.

,,მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ლექსოს, რამეთუ ეს საღამო მან გვაჩუქა. დღეს არ შევიკრობებოდით აქ მისი ახლობლები, მეგობრები და მუსიკოსები, რომ არა ლექსო და რომ არა ეს ღიმილი, რომელიც ამ თვალებიდან მოდის და მისი სითბოს ნამდვილობას ასხივებს.

რატომღაც ჩემ თავს მის მეგობრად ვთვლიდი, რადგან მას ჰქონდა უნიკალური უნარი - გხვდებოდა როგორც მეგობარს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას და გზა მშვიდობისა!

როგორც პრეზიდენტმა კი, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ლექსოს ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოება. შესაძლოა, ასე იყო საჭირო, რომ ეს ჯილდო დღეს, მისი 70 წლის იუბილეზე ყოფილიყო გადაცემული, რადგან ჩვენ ვაჯილდოვებთ არა მხოლოდ ძალიან დიდ პიანისტსა და დიდ მუსიკოსს, არამედ ძალიან დიდ ადამიანს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ლექსო თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო დონის გამოჩენილი ქართველი პიანისტები და მუსიკოსები: ალექსანდრე კორსანტია, ედიშერ სავიცკი, ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge