png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

PSP ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე CSR FORUM 2022 ანგარიშით წარსდგა

  • ეკონომიკა
  • 27.05.2022
  • 10:33
PSP ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე CSR FORUM 2022 ანგარიშით წარსდგა

CSR FORUM 2022 The FIANCIAL Media-ს ორგანიზებით წელს სასტუმრო მერიოტში გაიმართა. ფორუმი მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, უკრაინაში მიმდინარე ომს და პანდემიის მართვას, რამაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა თითოეული ადამიანი და ბიზნეს კომპანიები. 
PSP ომის დაწყების პირველივე დღეებში შეუერთდა საერთაშორისო სოლიდარობას, ეტაპობრივად ახორციელებს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის საელჩოს, საჭიროებისამებრ მოთხოვნილ მედიკამენტებს, სამედიცინო დანიშნულების საგნებს, ბავშთა კვების, მოვლის და ჰიგიენის საშუალებებს; ჩაერთო საქართველოში მყოფი უკრაინელების დახამრების კამპანიაში და ჰუმანიტარული პროდუქტების სპეც ფასად შეძენაში მოხალისე ორგანიზაციებს და ა.შ. 
ფორუმის მთავარ ფოკუსში მოხვდა კოვიდ პანდემიის პერიოდში CSR გამოწვევების მართვა; პანდემიის პირველივე დღეებში PSP-ემ უზრუნველყო თანამშრომლებისა და მომხმარებელებისთვის უსაფრთხო გარემო, ყველა რეგულაციის დაცვის აქტიური მხარდამჭერი და პოპულარიზატორი იყო;
ამასთან, არცერთი დღე არ შეფერხებულა მოსახლეობის მედიკამენტებით, ბავშვთა კვების და მოვლის, და არასამედიცინო პროდუქტებით უწყვეტი მომარაგება, დედაქალაქის მოსახლეობის ონლაინ-აფთიაქით მომსახურება; ამასთან უკვე 2020 წლის მარტიდან საქართველოს დიდ ქალაქებში განავრცო ონლაინ აფთიაქის მომსახურება, დაიწყო 2 დიდი პროექტი : თანამშრომლებისადმი მადლიერების „ჩვენი გმირები“ და ფართო საზოგადოებისთვის „შენზე ზრუნვა მაბედნიერებს“. 
„PSP წლებია აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვით, პროექტებში, განათლების, სოცილაური საწარნმოების მხარდამჭერ აქტივობებში, ამასთან აქტიურ პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პროპაგანდას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებში.  
PSP-ს ბიზნეს საქმიანობით წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯოებესებაში, 1994 წლიდან ხელმისაწვდომს ხდის გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს, ჯანმრთელობის, ბავშვთა კვების დამოვლის, პარამედიცინის პროდუქტებს, როგორც ფიზიკურად, ასევე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მხრივ.  მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ამჟამად დასაქმებულთა რიცხვი 5000-მდეა; სამუშაო გარემო, თანამშრომელთა სოცილური პროგრამები, ადამიანის უფელებების და გენდერული თანასწორობის საკითხები, პროფესიული და კარიერული წინსვლის თანაბარი შესაძლებლობები ქმნის ჯანსაღ და კორპორაციულ გარემოს ბიზნესის ეთიკური მართვისთვის. 
წლების განმავლობაში მხარდაჭერას უცხადებს სპორტის სხავდასხვა სახეობას: რაგბი, ძიუდო, კრივი, კალათბურთი; საკუთარ მაგალითს აძლევს თანამშრომლებით დაკომპლექტებული მინი-ფეხბურთის, მთამსვლელების, მოჯომარდეების, ბოულინგის წარმატებული გუნდებით და მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 
2019 წელს დაწყებული პროექტის „მინი-ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ მხარდაჭერა შეზღუდვების მოხსნისთანავე განაგრძო; წელს ამ პროექტში თბილისის გარდა, უკვე რუსთავის, აჭარის რეგიონის სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ; სასკოლო ლიგის ჩემპიონატები ჩატარდა ხელბურთსა და სროლაშიც. ამ პროექტის ფარგლებში, 2021 წელს მინი-ფეხბურთის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში  პირველად მონაწილეობა მიიღო მინი-ფეხბურთის საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რაც ძალიან გვეამაყება“ - აცხადებენ PSP-ში.   
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საფრანგეთის ელჩმა ბატონმა დიეგო კოლასმა. ფორრუმში მონაწილეობდა ქართული და საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის RMG, ბოლნისური ღვინო, პროკრედიტბანკი, საერთაშორისო ორგანიზაცია EY, Tbisili MarriotT Hotel. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge