png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

“საქართველოს ფოსტის” წარმოდგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ საფოსტო ფორუმში

  • საზოგადოება
  • 24.05.2022
  • 12:45
“საქართველოს ფოსტის” წარმოდგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ საფოსტო ფორუმში

მიმდინარე წლის 15 – 18 მაისს, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, მონაწილეობა მიიღო  ეროვნულ საფოსტო ფორუმში (National Postal Forum), რომელიც ფორუმზე, კიურასაოს ფოსტის აღმასრუებელ დირექტორთან ტომას როჯენდორფთან ერთად საპატიო სტუმრად იქნა მიწვეული.

ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არიზონაში, ქალაქ ფენიქსში. ფორუმის ორგანიზატორი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისი (USPS). ფორუმს, ამერიკის საფოსტო სერვისის მენეჯმენტთან ერთად, ესწრებოდნენ საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც.

აღნიშნული ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიებსა და შეხვედრებზე, დარგის წარმომადგენლებმა განსაზღვრეს საფოსტო საქმიანობის უახლესი ტენდენციები და განვითარების ხედვები. ღონისძიებაზე, ამერიკის საფოსტო სერვისის გენერალური დირექტორის ლუის დეჯოის მიერ წარმოადგენილი იქნა საფოსტო დარგის განვითარების 10 წლიანი გეგმა. აღნიშნულ გეგმაში ასახულია, როგორ გამოწვევბი, ასევე, ყველა ის მიმართულება, რომლის განვითარებაც იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ გეგმის ბიუჯეტი ჯამში 400 მილიარდამდე აშშ დოლარს შეადგენს.

ლევან ჩიკვაიძემ,  მედიასთან (CBS News, ABC News), წარმოდგენილი 10 წლიანი განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა და განიხილა ის შესაძლებლობები, რომელსაც “საქართველოს ფოსტას” ამერიკის საფოსტო სერვისის USPS - ს გამოცდილების გაზიარება აძლევს.

მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის USPS - ს გენერალურ დირექტორთან ლუის დეჯოისთან, ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის გუბერნატორთა საბჭოს თავმჯდომარესთან რონ ბლუმთან და ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის გენერალური ინსპექტორთან თომი ვითქომბთან. ასევე, პირადი შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის კორპორატიული ურთიერთობების ვიცე პრეზიდენტთან ჯოდი დე ტოროკთან.

ეროვნული საფოსტო ფორუმი წარმოადგენს ამერიკის საფოსტო სერვისებისა და საფოსტო გადაზიდვების სფეროში წლის უმთავრეს ღონისძიებას, რომლის მიზანია უზრუნველყოს ყველაზე სრულყოფილი საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო სივრცე.

“საქართველოს ფოსტა” ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო  ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის USPS - ს  საერთაშორისო საფოსტო სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მერი ანდერსონის  მოწვევით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge