png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თუ დადასტურდა, ეს იქნება პირველი გამოხატულება აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის - ნინო ლომჯარია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის პროგრამიდან მოხსნაზე

  • საზოგადოება
  • 21.05.2022
  • 18:46
თუ დადასტურდა, ეს იქნება პირველი გამოხატულება აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის - ნინო ლომჯარია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის პროგრამიდან მოხსნაზე

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აშშ-ის საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ტრენინგიდან მოხსნას გამოეხმაურა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ეს შემთხვევა აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი გამოხატულებაა. 

"წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იყო ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, დამფინანსებელი ქართული მართლმსაჯულების. მათ ბევრი რამ აქვთ გაკეთებული იმისათვის, რომ საქართველოში შექმნილიყო და შეიქმნას დამოუკიდებელი, ძლიერი მართლმსაჯულება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორი კრიტიკული განცხადება გააკეთა საელჩომ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით და ზოგადად, როგორ კრიტიკულად აფასებენ ისინი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დონეს ქვეყანაში, არ გამოვრიცხავ, რომ მათ საკუთარ პოლიტიკას გადახედონ. შესაძლებელია, ეს მოხდეს არა ზოგადად სისტემის მიმართ, არამედ ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ, რომელთა გადაწყვეტილებების მიმართ არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი კანონიერებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა, თუ დადასტურდა და როგორც ჩანს, სიმართლეა, არის ერთ-ერთი პირველი გამოხატულება ამერიკის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge