png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დავით ნარმანია იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწო

  • საზოგადოება
  • 23.02.2016
  • 15:57
დავით ნარმანია იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწო

თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან  და საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის  წევრებთან ერთად, 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწო.

პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში, იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. თბილისის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე მანანა კობახიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„ყოველთვის უნდა გავიხსენოთ 23 თებერვალი,  ის დღე როცა 1921 წელს განსაკუთრებული გმირობა და თავდადება გამოიჩინეს ჩვენმა თანამებრძოლებმა და თანამემამულეებმა, რომლებსაც მხოლოდ ერთდაერთი რამ ამოძრავებდათ, რომ თავიანთი სამშობლო ყოფილიყო ერთიანი, დამოუკიდებელი და  მშვიდობიანი. შესაბამისად ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. თითოეული ჩვენთაგანის ვალია გავიხსენოთ ისინი,   პატივი მივაგოთ მათ ღირსეულად და გადავცეთ მომავალ თაობას ის საგმირო საქმეები, რაც მათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ჩაიდინეს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ღონისძიების ფარგლებში , თბილისის პარლამენტის შიდა ეზოში,  იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge