png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დავით უსუფაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა (ვიდეო)

  • პოლიტიკა
  • 23.02.2016
  • 14:10
დავით უსუფაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა (ვიდეო)

იაპონიის დედაქალაქში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, იოჯი მუტოსთან გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო, რომელიც დემოკრატიას და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას აშენებს,  საიმედო პარტნიორია მეგობარი ქვეყნებისთვის. მისივე თქმით, ამას ადასტურებს ისიც, რომ საქართველო, მეგობარ ქვეყნებთან ერთად, აგრძელებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას.  მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზეც.  დავით უსუფაშვილმა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.

იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ის მიესალმება საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობის განვითარებას. იოჯი მუტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონია პატივს სცემს და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში და იაპონია, როგორც მეგობარი ქვეყანა, დაინტერესებულია საქართველოს  ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებით.  მხარეებმა საქართველო-იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობასთან ერთად, ეკონომიკური ურთიერთობებიც უნდა გააქტიურდეს. 

ტოკიოში გამართულ შეხვედრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები-დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე ესწრებიან. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის აპარატის უფროსი, ზურაბ მარაქველიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, დავით მაღრაძე შედიან. საპარლამენტო დელეგაცია იაპონიაში ვიზიტს 24 თებერვალს დაასრულებს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge