png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"მიშას არ მოგაკვლევინებთ" - მიხეილ სააკაშვილის ოჯახი უწყვეტ აქციებს აანონსებს

  • საზოგადოება
  • 02.05.2022
  • 19:00
"მიშას არ მოგაკვლევინებთ" - მიხეილ სააკაშვილის ოჯახი უწყვეტ აქციებს აანონსებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

დავით სააკაშვილის განცხადებით, ისინი აპირებენ შეხვედრებს ექიმებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც, ისინი უკვე უწყვეტ საპროტესტო აქციიებს აანონსებენ.

"ჩვენს გეგმას რაც შეეხება, დრო ნამდვილად არ გვაქვს. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან. უპირველესად, უნდა ვისაუბროთ ექიმებთან კიდევ ერთხელ, საპატრიარქოსთან, და გვაქვს რაღაც სიგნალები, რომ შეიძლება, პატივი დაგვდოს უწმინდესმა და შეგვხვდეს, გამონახოს დრო, რათა ავუხსნათ მას ჩვენი ძმის, ჩვენი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იქნებ მისმა ზეგავლენამ და ავტორიტეტმა მოახდინოს რაიმე გავლენა. გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მეტიც – ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომლებსაც ამ შეხვედრების შემდეგ ძალიან აქტიურად დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მოვივლით ყველა რეგიონს, დავიწყებთ აჭარიდან, მოვყვებით სამეგრელოს, გავყვებით ყველა მხარეს და შევხვდებით ხალხს. ვფიქრობ, თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც. რაც შეეხება აქციის თარიღს, ალბათ ამ დღეებში გავახმოვანებთ.

ახლა მე დღეს არავითარი გრძელვადიანი გეგმა არ წარმომიდგენია. ეს ყველაფერი მოხდება რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენ დავიწყებთ უწყვეტ აქციებსაც, რათა გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მიშას არ მოგაკვლევინებთ. ეგ არის გამორიცხული, რადგან მიშა არის ჩვენი ძმა, თანამედროვე საქართველოს აღმაშენებელი. თითოეული ადამიანის დუმილი მის მკვლელობაში მონაწილეობაა. ყველას მოგიწოდებთ, მხარში დაგვიდგეთ, რათა მიშა გადავარჩინოთ", – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge