png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით ბრუნდება

  • საზოგადოება
  • 02.05.2022
  • 12:09
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით ბრუნდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi რიგით მე-8, სპეციალური ციფრული გამოშვებით ბრუნდება. ღონისძიების მთავარი თემა 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიებისა და მონაცემების როლი იქნება.

DataFest Online 2022 სამი დღის განმავლობაში, 5-7 მაისს გაიმართება. ფესტივალის პირველი ორი დღე ინსპირაციულ გამოსვლებს, დისკუსიებსა და სიღრმისეულ ვორქშოფებს დაეთმობა. მესამე დღე კი, დატატონებს (მონაცემებზე დაფუძნებულ ჰაკათონებს) მიეძღვნება, სადაც მონაწილეები სხვადასხვა გამოწვევაზე შეძლებენ მუშაობას.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. რეგისტრაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://forms.gle/oydC532HkxyweAzB9

"საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მასშტაბური და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, სადაც სპიკერებს და დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავუჭიროთ მხარი მსგავსი ტიპის ღონისძიებას. კიბერუსაფრთხოება, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები, მონაცემების ანალიზი, ვიზუალური ამომცნობი სისტემები – ეს ის საკითხებია, რომელიც დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებით რელევანტური და საინტერესოა. ღონისძიებაც სწორედ ამ თემებს დაეთმობა; დარწმუნებული ვართ, დამსწრეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ღირებული იქნება DataFest Tbilisi-ის სპეციალური გამოშვების ფარგლებში გაზიარებული ინფორმაცია და მიღებული გამოცდილება. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მონაცემთა მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ფესტივალის ორგანიზატორია ფორსეტი.

ინფორმაციისთვის, DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია. 2017 წლიდან დღემდე, ფესტივალმა უმასპინძლა 4000-ზე მეტ მონაწილეს 80 სხვადასხვა ქვეყნიდან, 220 პრაქტიკულ ვორქშოფს, 70 ინსპირაციულ გამოსვლასა და 180 სპიკერს ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Google, Meta, Amazon.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge