png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მცირედი დაყოვნებაც კი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს სააკაშვილის სიცოცხლისთვის - ექიმები დიპლომატიურ კორპუსს, აშშ-ის კონგრესს და ევროპის საბჭოს მიმართავენ

  • საზოგადოება
  • 30.04.2022
  • 18:04
მცირედი დაყოვნებაც კი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს სააკაშვილის სიცოცხლისთვის - ექიმები დიპლომატიურ კორპუსს, აშშ-ის კონგრესს და ევროპის საბჭოს მიმართავენ

უმორჩილესად გთხოვთ, გამოიყენოთ საქართველოს ხელისუფლებაზე თქვენს ხელთ არსებული ზეწოლის ყველა შესაძლო ბერკეტი, რათა წერტილი დაესვას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და მიეცეს მას საშუალება, მიიღოს შესაბამისი მკურნალობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, - ექიმთა დარგობრივი ასოციაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის საბჭოსა და აშშ-ის კონგრესს მიმართავენ.

ექიმებმა ერთობლივი მიმართვა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე წაიკითხეს.

"ღრმა შეშფოთებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესულად მძიმდება. მას აღენიშნება მოძრაობის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება, მძიმე ნევროლოგიურ სინდრომთან ერთობლიობა და მუდმივი ტკივილის სინდრომი. ასევე, მკვეთრად გამოხატულია ანემია.

ბატონ სააკაშვილს 50-დღიანი შიმშილის შემდეგ, რამდენიმე კომპეტენტური კომისიის მიერ დასმული აქვს ვერნიკეს ენცეპალოპათიის დიაგნოზი. საქართველოს სახალხო დამცველის, მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა მთელი რიგი პათოლოგიები, რომელთა მკურნალობა ვერ მოხერხდება საპატიმროში. მათ შორის: კვების დარღვევა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორციის პრობლემები, ცილების მკვეთრი დეფიციტი, კუნთების ატროფია და კუნთური მასის მკვეთრი კლება, ფსიქოგენური ანორექსია.

მიუხედავად ამისა, ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვერ ღებულობს შესაბამის კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. მის მკურნალობას აქვს მხოლოდ სიმპტომატური ხასიათი. ეს ყველაფერი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიტიკური პატიმარი სააკაშვილი წინასწარ განზრახვით განწირულია შემდგომი ინვალიდიზაციის და შრომისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითებისთვის.

პრეზიდენტ სააკაშვილს გადაუდებლად ესაჭიროება მკურნალობის და შემდგომი რეაბილიტაციის კურსის ჩატარება დასავლეთის პროფილურ კლინიკაში. მცირედი დაყოვნებაც კი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისთვის.

უმორჩილესად გთხოვთ, გამოიყენოთ საქართველოს ხელისუფლებაზე თქვენს ხელთ არსებული ზეწოლის ყველა შესაძლო ბერკეტი, რათა წერტილი დაესვას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და მიეცეს მას საშუალება, მიიღოს შესაბამისი მკურნალობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ", - ნათქვამია მიმართვაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge