png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მართლა გვაქვს ისტორიული შანსი გამთლიანების და ეს შანსი გადის ევროკავშირის წევრობაზე, რუსეთისთვის ცისა და ზღვის ჩაკეტვაზე, მათი კაპიტალის არდარეგისტრირებაზე - ნათია ფანჯიკიძე

  • საზოგადოება
  • 28.04.2022
  • 20:34
მართლა გვაქვს ისტორიული შანსი გამთლიანების და ეს შანსი გადის ევროკავშირის წევრობაზე, რუსეთისთვის ცისა და ზღვის ჩაკეტვაზე, მათი კაპიტალის არდარეგისტრირებაზე - ნათია ფანჯიკიძე

კი, ჩვენ მართლა გვაქვს ისტორიული შანსი გამთლიანების და სიზმრად რომ გვინახავს, ისეთ წარმატებულ ქვეყნად ქცევის და ამ შანსის დამკარგავს საუკუნო წყევლა ექნება, - წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

“კი, ჩვენ მართლა გვაქვს ისტორიული შანსი გამთლიანების და სიზმრად რომ გვინახავს, ისეთ წარმატებულ ქვეყნად ქცევის და ამ შანსის დამკარგავს საუკუნო წყევლა ექნება., ოღონდ ეს შანსი გადის ევროკავშირის წევრობაზე, რუსეთის მიმართ პრინციპულ დამოკიდებულებაზე, ცის და ზღვის მათთვის ჩაკეტვაზე, რუსული კაპიტალის არდარეგისტრირებაზე, “ცივ” და ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომზე და აფხაზებისთვის და ოსებისთვის თავისუფალი, ევროპული მომავლის შეთავაზებაზე, მაგრამ არა შეიარაღებულ ომზე. რუსეთის არმია გავიდა, მაგრამ მისი ავიაციის მობრუნებას მცირე დრო უნდა და საქართველოსნაირ ქვეყანას, თავდაცვის იმ პოტენციალით, რაც ახლა გვაქვს და რის გაუმჯობესებაც არ ინება ამ მთავრობამ თავის დროზე, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, სამი დღე ჰყოფნის გასანადგურებლად. ამას გარდა არაფერი გვაქვს ჩვენ საომარი აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ ყოველთვის რუსეთთან ომს ვარქმევდით ამ ომებს და არასდროს იმ ხალხთან ომს, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. რამდენი ნაკლიც არ უნდა აღმოგვიჩინონ ჩვენმა ეთნიკურად განსხვავებულმა თანამოქალაქეებმა, ქართველები ერთმანეთს თუ ვხოცავთ, თორემ სხვა ეთნოსის ჩვენებურებს მაქსიმუმ ანეკდოტი ვუძღვნათ და ენა ვაჭარტალოთ, რასაც არც ქართული წარმოშობის ერთმანეთს ვაკლებთ და მათაც კარგად იციან, რა ენაპარტყალები ვართ. მყავს ოსური წარმოშობის მეგობრებიც,აფხაზი მეგობრებიც და ერთ გასროლას ბუნებრივად განურჩევლობა და ქაოსი მოჰყვება და ისევ შეეწირება ყველა ბედნიერი მომავალი, რაც დაუშვებელია.

წონასწორობის ქალი ვარ – არც საქმეში, არც სიყვარულში, არც მეგობრობაში არ მიყვარს ნაკლებგამცემის როლი და მაქვს ტკივილის და ბრალის გრძნობა, რომ უკრაინას დაეკისრა მსოფლიოს თავისუფლება უდიდესწილად ახლა და რომ ამ ულამაზეს გაზაფხულს ჩვენ ვგრძნობთ და მათთან ჯოჯოხეთი ტრიალებს. არესტოვიჩის სასოწარკვეთილებისაც კარგად მესმის და არ მწყინს ამიტომ და არც მელანძღინება, მხოლოდ ვეტყოდი, ჩვენ ახლა ეს არ შეგვიძლია, მაგრამ შენთან ვართ გულით, შენთან არიან ჩვენი საუკეთესო ჯარისკაცები და თუ ამაზე მეტს ვერ ვაკეთებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე დაცლილი ვართ სისხლისგან და არა იმიტომ, რომ მშიშრები ვართ, ან მოღალატეები“, - წერს ფანჯიკიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge