png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

წიგნები სოფელ აძვის მოსწავლეებისთვის: თეგეტა კამპანია ,,წიგნები მშვიდობისათვის“ მხარდამჭერია

  • საზოგადოება
  • 27.04.2022
  • 16:30
 წიგნები სოფელ აძვის მოსწავლეებისთვის: თეგეტა კამპანია ,,წიგნები მშვიდობისათვის“ მხარდამჭერია

სოფელ აძვის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას 100 წიგნი შეემატა. თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით თაროები საბავშვო ლიტერატურითა და ენციკლოპედიური გამოცემებით შეივსო. საგანმანათლებლო დაწესებულებას სულ 135 აღსაზრდელი ჰყავს. მოსწავლეები გზავნილს თავად დახვდნენ. საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ მდებარე დასახლებაში მშვიდობისა და მზრუნველობის ფასი ყველაზე კარგად იციან.

აქტივობა „ბიბლუსის“ კამპანიის ფარგლებში „წიგნი მშვიდობისათვის“ განხორციელდა. თეგეტა ჰოლდინგი კამპანიის ერთ-ერთი მხარდამჭერია.

თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ნათიკა ბერძული: ,,თეგეტასთვის განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „წიგნები მშვიდობისათვის“ ის პროექტია, რომლის კონცეფციაც ჩვენი კომპანიის ღირებულებებს ემთხვევა. გვინდოდა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა აძვის სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრებაში. ვფიქრობთ, ახალი წიგნებით დავეხმარებით მოსწავლეებს, რათა მათი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს“.

კამპანიის „წიგნი მშვიდობისთვის“ ფარგლებში, „ბიბლუსმა“ თეგეტა ჰოლდინგთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე  ხუთი სოფლის საჯარო სკოლისთვის ბიბლიოთეკები მოაწყო. წიგნები სოფლების კირბალის, აძვის, ქვეშის, დიცისა და ნიქოზის საგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცა.

 „ბიბლუსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, დეკო კურკუმული: ,,ბიბლუსისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებული ეს პირველი აქტივობა არ არის. ვცდილობთ, დავეხმაროთ სკოლებს, მოვაწყოთ ბიბლიოთეკები და ბავშვები ახალი წიგნებით გავახაროთ. წელს ომის თემატიკას გვერდს ვერ ავუვლიდით, ამიტომაც გადავწყვიტეთ, წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაგვეგეგმა კამპანია ,,წიგნი მშვიდობისათვის“ - ომისა და აგრესიისთვის წიგნიერება და განათლება დაგვეპირისპირებინა“.

ამ დროისათვის საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ, სულ, 8 სოფელში განახლდა და მოეწყო სკოლის ბიბლიოთეკები. საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ჯამში, 1000-ზე მეტი წიგნი გადაეცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge