png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს აქვთ ბიზნესინტერესები რუსეთში და შესაძლოა, ეს განსაზღვრავდეს საქართველოს მთავრობის პოზიციებს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

  • საზოგადოება
  • 27.04.2022
  • 11:44
ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს აქვთ ბიზნესინტერესები რუსეთში და შესაძლოა, ეს განსაზღვრავდეს საქართველოს მთავრობის პოზიციებს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით რუსეთში, სულ მცირე ერთ კომპანიას ფლობს.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ეკა გიგაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, შესაძლოა, სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის რუსეთში არსებული ბიზნესინტერესები განსაზღვრავდეს.

“ჩვენი მონაცემებით, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია, დღეის მდგომარეობით, თავისი ოფშორული კომპანიის საშუალებით, ბიძინა ივანიშვილი სულ ცოტა 1 კომპანიას ფლობს რუსეთში და მას აქვს რუსეთში ბიზნესინტერესი. ასევე 2012-19 წლებში იგი მინიმუმ 10 კომპანიას ფლობდა რუსეთში, ასევე თავისი ოფშორული კომპანიების გავლით და ეს იმას ნიშნავს, რომ მისი განცხადებები, რომ თითქოს მას არ აქვს ბიზნესინტერესები რუსეთში 2012 წლის შემდეგ იყო არასწორი, ტყუილი და საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესებს, ჩვენი მონაცემებით, უჩა მამაცაშვილს აქვს საერთო ინტერესი და კომპანია გიორგი პოლტავჩენკოსთან, რომელიც სწავლობდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად კგბ-ს აკადემიაში და იგი იყო ადრე სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი. აქ ახალი ისაა, რომ იგი 7 აპრილს დასანქცირდა აშშ-ის მიერ და მისი კომპანია ასევე დასანქცირებულ იქნა დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ.

ასევე, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი და მამაცაშვილი საერთო ბიზნესს ფლობს ანა კუვოჩკოსთან, რომელიც 2021 წლამდე იყო რუსეთის დუმის დეპუტატი და მის მეუღლესთან, ბატონ ხერიანოვთან ერთად. ამასთან დაკავშირებით ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ქართულ მედიაშიც გასული თვეების განმავლობაში. საერთო ჯამში, ჩვენი კვლევის შედეგად ის კითხვები, რაც არსებობდა საქართველოს მთავრობის გაურკვეველ პოზიციებთან დაკავშირებით უკრაინის მხარდაჭერაზე, შესაძლოა იყოს კავშირი ზუსტად იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახის წევრებს აქვთ ბიზნესინტერესები რუსეთში და შესაძლოა, ეს ინტერესები ზუსტად განსაზღვრავს დღევანდელი საქართველოს მთავრობის პოზიციებს“, - განაცხადა გიგაურმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge