png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ერთ-ერთი "ძვირი" მთავრობა ჰყავს

  • ეკონომიკა
  • 29.09.2015
  • 16:12
საქართველოს ერთ-ერთი "ძვირი" მთავრობა ჰყავს

საქართველოს ერთ-ერთი "ძვირი" მთავრობა ჰყავს, - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი ”რეზონანსი” სტატიას და აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო სტრუქტურაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მოცულობით, საქართველოს პოსტსაბჭოთა 8 ქვეყანას შორის ლიდერის პოზიცია უკავია. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტს ქართველი ჩინოვნიკები იღებენ

”ჩვენთან შედარებით, სახელმწიფო უწყებებში საშუალო ანაზღაურება მაღალი მხოლოდ რუსეთშია, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი შედარებით მცირეა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობის შენახვა რიგით გადამხდელებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურება წელიწადში 1,381 მლრდ ლარს აღემატება. თუ ამას სსიპ-ებს, სახელმწიფო შპს-ებს თუ სხვა სტრუქტურებს დავუმატებთ, რომლებიც თავისი არსით საჯარო უწყებებს მიეკუთვნებიან, ეს ხარჯი 2 მლრდ ლარსაც კი აჭარბებს. ზოგიერთი ჩინოვნიკის ხელფასი პრეზიდენტისა და პრემიერის ხელფასს ბევრად აღემატება. ტენდენცია ეს განსაკუთრებით თვალში საცემია მარეგულირებელ კომისიებში, ეროვნულ ბანკში, სახელმწიფო საპარტნიორო ფონდში და ა.შ.”, - ნათქვამია სტატიაში.

 

"საქსტატის" მონაცემებზე დაყრდნობით, სტატიაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1330 ლარს, დაახლოებით 560 დოლარს შეადგენს, რაც მხოლოდ 80 დოლარით ჩამორჩება რუსეთი ჩინოვნიკების საშუალო ხელფასს. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება 42 659 რუბლს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 640 დოლარია.

”ქართველი სახელმწიფო მოხელეები სამეზობლო-სამეგობროში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხელფასს იღებენ. შესაბამისად, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების, პრემიებისა და სახელფასო დანამატების საკითხი კი რამდენიმე წელია კრიტიკის საგანია. მიუხედავად მთავრობის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებისა (პრემირების სისტემის ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით), ქართველი მოხელეები, ხელფასთან ერთად, ისევ ზორბა პრემიებს იღებენ, თუმცა სახელწოდებაშეცვლილს - "სახელფასო დანამატის" სახით.

საერთო ჯამში, როგორც სამინისტროებში, ასევე მუნიციპალიტეტებში დასაქმებულების სახელფასო ანაზღაურება პრემიებითურთ საკმაოდ კოლოსალური თანხა უჯდება ბიუჯეტს. თუ მათ სხვა საჯარო უწყებებს, მაგალითად, სსიპ-ებს, შპს-ებს დავუმეტებთ, გამოვა, რომ საჯარო მოხელეების შენახვა 2 მლრდ ლარი ჯდება”, - ნათქვამია სტატიაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge