png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • საზოგადოება
  • 20.04.2022
  • 19:17
საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს შორის, ონლაინ ფორმატში, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა - ვადიმ მელნიკმა.

გაფორმებული მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს შორის, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. 

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა აღნიშნა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის კოლეგა უწყებას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, ჩვენს უწყებებს არ შეუწყვეტიათ კომუნიკაცია და მოვახერხეთ უკვე ჩამოყალიბებული პროფესიული ურთიერთობების ფორმალიზება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა სამომავლოდ გაგრძელდება და შედეგიანი იქნება ორივე ქვეყნის უწყებისთვის.“ საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სამძიმარი გამოუცხადა თითოეული დაღუპული ადამიანის ოჯახს, გულწრფელი თანადგომა და სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ.

უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა - ვადიმ მელნიკმა განაცხადა „დღეს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის დამყარება უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთ პრიორიტეტული ამოცანას წარმოადგენს. კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა და უცხოური გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება ბიუროს ძირითადი ამოცანების განსახორციელებლად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან მემორანდუმის გაფორმება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო გამოცდილების მოსაზიდად, განსაკუთრებით შექმნილ რთულ ვითარებაში და ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალი რისკების გამოვლენის თვალსაზრისითაც. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცება აუცილებლად იქნება ორმხრივად მომგებიანი და ეფექტიანი.“

ონლაინ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შედგა მსჯელობა საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge